+ -

عن تميم الداري رضي الله عنه أن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«الدِّينُ النَّصِيحَةُ» قُلْنَا: لِمَنْ؟ قَالَ: «لِلهِ وَلِكِتَابِهِ وَلِرَسُولِهِ وَلِأَئِمَّةِ الْمُسْلِمِينَ وَعَامَّتِهِمْ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 55]
المزيــد ...

გადმოცემულია თამიმ ად-დაარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკითხეთ: «ვის მიმართ?» მან თქვა: «ალლაჰის, მისი წიგნის, მისი მოციქულის, მუსლიმების ხელმძღვანელებისა და ზოგადად ყველა მუსლიმის მიმართ".

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 55]

განმარტება

შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ რელიგია დაფუძნებულია გულწრფელობასა და პატიოსნებაზე, იმისთვის, რომ მისი აღსრულება მოხდეს ისე, როგორც ალლაჰმა ბრძანა, სრულყოფილად, უგულებელყოფის გარეშე და კეთილსინდისიერად.
შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს:"რჩევა დარიგება ვისთვის "? და მან უპასუხა:
პირველ რიგში: რჩევა დარიგების გამოხატვა დიდებული ალლაჰის მიმართ. ეს ვლინდება იმაში, რომ საქმეები სრულდება გულწრფელად მხოლოდ მისი გულისთვის, არ მიენიჭება მას თანამზრახველები, გამოვლინდება რწმენა ღვთაებრიობაში, უფლობაში და მისი ღვთაებრივი სახელებისა და თვისებების მიღებაში, ასევე მისი ბრძანებების განდიდებაში და სხვა ადამიანების რწმენისკენ მოწოდებაში.
რჩევა დარიგება მისი წიგნისთვის და ის არის წმინდა ყურანი: ღრმად გვჯერა, რომ ის არის მისი სიტყვა და მისი ბოლო წიგნი, რომ მან(ყურანმა) გააუქმა მის წინა არსებული ყველა კანონმდებლობა, ვიკითხავთ მას შესაფერისი კითხვით და ვიმოქმედებთ მისი გადაწყვეტილებით, დავიჯერებთ მის მიმგვანებულ აიათებს(მუთაშაბიჰ), დავიცვათ მას დამახინჯებული განმარტებებისგან, ვისარგებლებთ მისი დარიგებით, გავავრცელებთ მის მეცნიერებებს და მოვუწოდოთ მისკენ.
მესამე: რჩევა დარიგება შუამავალ მუჰამედს (ალლაჰის ლოცვა და მშივიდობა მას)შემდეგნაირად : გვჯერა, რომ ის ბოლო შუამავალია და გვჯერა იმის, რითაც მოვიდა ის, შევასრულებთ მის ბრძანებებს და გავერიდებით მის აკრძალულებს და არ ვეთაყვანებით ალლაჰს, გარდა იმისა, რითაც ის მოვიდა, განვადიდებთ მის უფლებას, გავამტკიცებთ მას და გავარცელებთ მის მოწოდებას, გავავრცელებთ მის შარიათს და ვუარყობთ მასზედ მოგონილ ტყუილებს.
მეოთხე: გულწრფელი რჩევა მუსლიმების მმართველებისადმი, მათზე დახმარება ჭეშმარიტებაში, კამათის მიტოვება მათი ბრძანების მიმართ, მათზე მოსმენა და მორჩილება ალლაჰის მორჩილებაში.
მეხუთე: გულწრფელი რჩევა მისლიმებისადმი: კეთილად მოქცევა მათ მიმართ და მათი მოხმობა(ისლამის კანონისკენ), თავის შეკავება მათზე ზიანის მიყენებისგან, მათ მიმართ სიკეთის სურვილი და დახმარება სიკეთესა და ღვთისმოშიშობაში.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ბრძანება იმაზე, რომ ყველასთან მიმართებაში გამოვიჩინოთ გულწრფელობა.
  2. რჩევადარიგებას დიდი ადგილი უჭირავს რელიგიაში.
  3. რელიგია მოიცავს რწმენას, სიტყვას და ქმედებას.
  4. რჩევის ნაწილი არის გულწრფელად გაწმენდა არაკეთილსინდისიერებისგან რჩევის მიმღების მიმართ და მისთვის სიკეთის სურვილი.
  5. ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესანიშნავი სწავლების მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ ის საკითხს ზოგადად ახსენებდა, შემდეგ კი დეტალურად განმარტავდა.
  6. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებით დაწყება, როგორც ეს მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააკეთა: მან ჯერ ალლაჰის მიმართ გულწრფელობით დაიწყო, შემდეგ მისი წიგნის, შემდეგ მისი შუამავლის, შემდეგ მუსლიმთა მმართველების და ბოლოს საერთო ხალხის მიმართ.
მეტი