+ -

عَنْ عَائِشَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهَا عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«الرَّضَاعَةُ تُحَرِّمُ مَا تُحَرِّمُ الوِلَادَةُ».

[صحيح] - [متفق عليه] - [الأربعون النووية: 44]
المزيــد ...

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ძუძუთი კვება კრძალავს იმავე რამეს, რასაც კრძალავს შობადობა (სისხლით ნათესაობა)».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [الأربعون النووية - 44]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ძუძუთი კვება კრძალავს იმავეს, რასაც კრძალავს შობადობა და ნათესაობა დედის ძმა, მამის ძმა, ძმა და სხვა, და ძუძუთი კვება ნებადართულს ხდის იმავეს, რასაც შობადობა ნებადართულს ხდის სამართლებრივ საკითხებში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისია საფუძველი ძუძუთი კვებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში.
  2. იბნ ჰაჯარმა თქვა: მისი სიტყვები: (ძუძუთი კვება კრძალავს იმავეს, რასაც კრძალავს შობადობა,) ნიშნავს: ის ასევე ნებადართულია იმაში, რაც ნებადართულია შობადობით. ეს ერთსულოვნად ეხება ქორწინების აკრძალვას და მის თანმხლებ საკითხებს, აკრძალვის გავრცელებას ძუძუთი კვებით გაზრდილსა და მეძუძურის შვილებს შორის, მათი ნათესავებად გათანაბრებას მიიჩნევს, განმარტოების და ერთად მოგზაურობის ნებადართულობაში. თუმცა, მასზე არ ვრცელდება დედობის სხვა სამართლებრივი საკითხები: მემკვიდრეობა, რჩენის[მატერიალურად ზრუნველობის] ვალდებულება, მონის გათავისუფლება მფლობელობით, მოწმეებად ყოფნა, სისხლის ფასი და შურისძიების (შურისძიებითი სასჯელი მკვლელობისთვის) მოხსნა.
  3. ძუძუთი კვებით დამყარებული აკრძალვა არის მუდმივი აკრძალვა.
  4. სხვა ჰადისები მიუთითებს, რომ ძუძუთი კვებით აკრძალვა დგინდება ხუთი სრული კვების შედეგად და ის უნდა მოხდეს პირველ ორ წელში.
  5. ნათესაობით აკრძალულნი არიან: დედები — მათში შედიან ბებიებიც, იქნება ეს დედის მხრიდან თუ მამის მხრიდან, რამდენადაც მაღლა არ უნდა ავიდნენ, ქალიშვილები მათში შედიან შვილიშვილები ქალიშვილის მხრიდანაც და ვაჟიშვილის მხრიდანაც, რამდენადაც დაბლა არ უნდა ჩამოვიდნენ. დები — იქნება ეს დედისა და მამის მხრიდან, ან მხოლოდ ერთის მხრიდან. მამიდები — მათში შედიან მამის ყველა და, როგორც დედით-მამით ერთი, ასევე ნახევარდები, და ასევე ყველა ბაბუის დები, რამდენადაც მაღლა არ უნდა ავიდნენ. დეიდები — მათში შედიან დედის ყველა და, როგორც დედით-მამით ერთი, ასევე ნახევარდები, და ასევე ყველა ბებიის დები, რამდენადაც მაღლა არ უნდა ავიდნენ, იქნება ეს ბებია მამის მხრიდან თუ დედის მხრიდან. ძმისშვილები და დისშვილები — მათში შედიან მათი შვილებიც, რამდენადაც დაბლა არ უნდა ჩამოვიდნენ.
  6. აკრძალულნი ძუძუთი კვებით: ძუძუთი კვებით აკრძალულია ის, რაც აკრძალულია ნათესაობით. ამიტომ ყოველი ქალი, რომელიც აკრძალულია ნათესაობით, ასევე აკრძალულია ძუძუთი კვებით, გარდა ძმის დედისა და ვაჟის დისგან ძუძუთი კვებით ისინი არ არიან აკრძალულნი.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური ამჰარული გუჯარათული ყირგიზული ნეპალური ლიტვური დარი სერბული ტაჯიკური კინიარუანდა უნგრული ტაჯიკური الموري კანადური الولوف აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული المقدونية الخميرية
თარგმნების ჩვენება
მეტი