ოჯახის სამართალი

40ჰადისების სია 9ქვეკატეგორიები

ჰადისების სია 40

ნამდვილი ნათესაური კავშირის დამამყარებელი ის არ არის, ვინც მხოლოდ საპასუხოდ აკეთებს ამას, არამედ ნამდვილი კავშირის დამამყარებელი ისაა, ვინც აგრძელებს ნათესაურ კავშირს იმასთან, ვინც გაწყვეტს მასთან კავშირს
სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს
ეს სამყარო ნეტარებაა, ხოლო ამ სამყაროს საუკეთესო ნეტარება — მორწმუნე ცოლია
ალლაჰმა თქვა: გაეცი ჰეი, ადამის შვილო! და მე გავცემ შენზე!
ყველაზე მეტად იმ პირობების შესრულება გევალებათ, რომლითაც ნებადართული გახდა თქვენთვის ცოლები
როცა კაცი ხარჯავს ქონებას თავის ოჯახზე, ამასთან ალლაჰის ჯილდოს იმედი აქვს, ეს მას მოწყალებად ჩაეთვლება
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ყაზაღი (თმის ნაწილობრივ შეჭრა)
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა
ქორწინება არ არის მოქმედი მეურვის თანხმობის გარეშე
ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს
მორწმუნე კაცს არ უნდა სძულდეს მორწმუნე ქალი. თუ მასში რომელიმე თვისება არ მოსწონს, სხვა თვისებაში კმაყოფილებას უნდა პოულობდეს
ძუძუთი კვება კრძალავს იმავე რამეს, რასაც კრძალავს შობადობა (სისხლით ნათესაობა)
ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე
თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა
ერიდეთ ქალებთან შესვლას», — მაშინ ანსარიდან ერთმა თქვა: ო ალლაჰის მოციქულო, რას იტყოდით ქმრის ნათესავებთან დაკავშირებით ?" მოციქულმა უპასუხა: «ქმრის ნათესავი — ეს არის სიკვდილი
ო, ქალებო! გაიღეთ მოწყალება (სადაყა), რადგან მე დამანახეს, რომ ჯოჯოხეთის მოსახლეთა უმეტესობა თქვენგან არიან, ქალებმა ჰკითხეს: "რის გამო, ო ალლაჰის მოციქულო?“ მან უპასუხა: «თქვენ ბევრს იწყევლებით და თქვენი ქმრების მადლიერები არ ხართ. მე არ მინახავს გონებისა და რელიგიის მხრივ ნაკლული არსება, რომელიც ჭკვიან და მტკიცე მამაკაცს ასე მოხიბლავდა, როგორც თქვენგან ერთ-ერთი
არ გაემგზავროს ქალი ორდღიან გზაზე, თუ მასთან ერთად არ არის ქმარი ან მაჰრამი
რომელი ქალიც გათხოვდება თავისი მეურვის (ვალი) ნებართვის გარეშე, მისი ქორწინება(ნიქაჰი) ბათილია». (ეს სამჯერ გაიმეორა). «თუ ქმარმა მასთან თანაცხოვრება დაიწყო, მაჰრი მას ეკუთვნის იმ სიამოვნებისთვის, რაც ქმარმა მიიღო. ხოლო თუ მეურვეებთან უთანხმოება წარმოიშობა, მაშინ მმართველი იქნება იმ ქალის მეურვე, ვისაც მეურვე არ ჰყავს
დაწყევლილია ის, ვინც თავის ცოლთან უკანალის გზით (ანუსით) ურთიერთობას დაამყარებს
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ჩვენი ცოლის უფლება ჩვენზე?" მან მიუგო: «რომ აჭამო, როცა თავად ჭამ, და ჩააცვა, როცა თავად გაცვია ან თვად იმოსები, ნუ დაარტყამ სახეში, ნუ შეარცხვენ მას და ნუ მიატოვებ, გარდა სახლის შიგნით
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა ის, ვინც პარიკს აკეთებს და იკეთებს, ვინც ტატუს აკეთებს და იკეთებს
ვისაც ორი ცოლი ჰყავს და ერთს მეორეზე მეტ ყურადღებას აქცევს, აღდგომის დღეს მოვა და მისი სხეულის ერთი მხარე დახრილი იქნება
ჭეშმარიტად, ალლაჰი არ სჯის ჩემი თემის წევრებს იმ [ცოდვების] გამო, რაც მათი სული უჩურჩულებს მათ, სანამ ისინი არ ჩაიდენენ ან არ იტყვიან იმას, რისკენაც ის უბიძგებს მათ
სახელებს შორის ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი, აბდულლაჰი და აბდურრაჰმანია
მე ქალებს ხელს არ ვართმევ, ჭეშმარიტად ჩემი სიტყვა ას ქალზე ნათქვამი ისეთივეა, როგორც ერთ ქალზე
წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება შენთვის და შენი შვილებისთვის
თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს
ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე
დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი
ჭეშმარიტად, ეს აკრძალულია ჩემი თემის მამაკაცებისთვის და ნებადართულია ქალებისთვის
მუჰამმადის ოჯახში მრავალი ქალი მოვიდა, რომლებიც ქმრებს უჩივიან. ეს (ქმრები) თქვენში რჩეულები არ არიან
ქალი არ უნდა იმყოფებოდეს გლოვაში მიცვალებულზე სამ დღეზე მეტხანს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გარდაცვლილია მისი ქმარი – ასეთ შემთხვევაში, იგი უნდა გლოვობდეს ოთხ თვესა და ათი დღის განმავლობაში
ის ოჯახის საქმეებში მონაწილეობდა (ანუ ოჯახის სამსახურში იყო), და როცა ლოცვის დრო დგებოდა, ის სახლიდან გამოდიოდა ლოცვის აღსასრულებლად
არ აუკრძალოთ ალლაჰის მონა ქალებს ალლაჰის მეჩეთები, მაგრამ ისინი უნდა გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მორთულნი და არ ჰქონდეთ სურნელი (სუნამოები) მათზე
ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თქვენთვის სამი რამით და სძულს სამი რამ
არ გინდათ გამცნოთ უფრო უკეთესზე, ვიდრე მარხვა, ლოცვა და სადაყა?
დინარი, რომელიც დახარჯე ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გლახაკისთვის, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე – ყველაზე დიდი ჯილდო აქვს იმ დინარს, რომელიც შენს ოჯახზე დახარჯე
მაშინ ნუ მთხოვ, რომ ვიყო ამის მოწმე, რადგან მე უსამართლობაზე მოწმობას არ ვაძლევ
დაწყევლა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს
რაც არის კოჭის ქვემოთ(სამოსი) არის ცეცხლში