عن أبي مسعود رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«إِذَا أَنْفَقَ الرَّجُلُ عَلَى أَهْلِهِ يَحْتَسِبُهَا فَهُوَ لَهُ صَدَقَةٌ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 55]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როცა კაცი ხარჯავს ქონებას თავის ოჯახზე, ამასთან ალლაჰის ჯილდოს იმედი აქვს, ეს მას მოწყალებად ჩაეთვლება».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 55]

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ თუ კაცი ხარჯავს თავის ქონებას ოჯახზე, ვისზეც ვალდებულება აქვს, რომ იზრუნოს, მაგალითად ცოლზე, მშობელზე, შვილზე და სხვა. და ის ამით უზენაეს ალლაჰთან დაახლოებას ცდილობს, და მისგან მოელის მადლს იმისთვის, რაც გასცა, ის გაცემული მოწყალების მადლს მიიღებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ოჯახისთვის დახარჯული ქონებით მოპოვებული ჯილდო და მადლი.
  2. მორწმუნემ მისი გაკეთებული კარგი საქმით ალლაჰის კმაყოფილება, მისგან ჯილდო და მადლი უნდა ეძიოს.
  3. აუცილებელია სწორი განზრახვა ყოველი ქმედების დროს. ეს ეხება ასევე ოჯახისთვის გაღებულ ხარჯებსაც.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (62)