1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა ის, ვინც პარიკს აკეთებს და იკეთებს, ვინც ტატუს აკეთებს და იკეთებს

عن عبد الله بن عمر رضي الله عنهما قال:
لعن النبي صلى الله عليه وسلم الوَاصِلَةَ والمُسْتَوْصِلَةَ، والوَاشِمَةَ والمُسْتَوشِمَةَ.

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა ის, ვინც პარიკს აკეთებს და იკეთებს, ვინც ტატუს აკეთებს და იკეთებს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 5947

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა და გააკეთა ვედრება ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის წყალობისგან გაგდებასა და მოშორებაზე, ოთხი კატეგორიის ადამიანებზე: პირველი: ვინც პარიკს აკეთებს საკუთარ თმაზე ან სხვის თმაზე, სხვისი თმით. მეორე: ვინც სთხოვს სხვას, რომ გაუკეთოს მას პარიკი სხვისი თმებით. მესამე: ვინც სხეულის ნებისმიერ ადგილზე ნემსების დასობით აკეთებს ტატუს, მაგალითად სახეზე, ხელზე, მკერდზე, სადაც შეჰყავს საღებავი ან სხვა რამ, რათა ლურჯად ან მწვანედ გამოიკვეთოს მისი კვალი; და ამ ყველაფერს სილამაზისთვის და მორთულობისთვის აკეთებს. მეოთხე: ის, ვინც სხვას აკეთებინებს მასზე ტატუს. ეს ქმედებები დიდი ცოდვებიდანაა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. იბნ ჰაჯარმა თქვა: «აკრძალულია თმის დამატება თმაზე, თუმცა თუ ქალი ამატებს საკუთარ თმაზე რაიმე სხვა მასალას, თმის გარდა, მაგალითად, ქსოვილით ან რამე მსგავსით, ეს აკრძალვას არ ექვემდებარება».
  2. ცოდვაში დახმარება არის აკრძალული.
  3. აკრძალულია ალლაჰის ქმნილების სახეცვლილება; რადგან ეს არის გაყალბება და თაღლითობა.
  4. მათი დაწყევლის ზოგადი ნებართვა, ვინც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა დაწყევლა.
  5. თმის პარიკის გაკეთებაში შედის დღევანდელ პერიოდში არსებული თმის პარიკების გაკეთება, ის არის აკრძალული, რადგან მასში არის ურწმუნოებზე მიმსგავსება, თაღლითობა და ტყუილი.
  6. ალ-ხატტაბიმ თქვა: «ამ ყველაფერში მოვიდა ძალიან დიდი გაფრთხილება; რადგან მასში არის თაღლითობა და ტყუილი, რომელიმე მათგანში რომ ყოფილიყო ნებართვა მოცემული, ეს გამოიწვევდა სხვა თაღლითობის ფირმების გავრცელებას, რაშიც არის ალლაჰის ქმნილებების სახეცვალება, რომელშიც არის მითითებული იბნ მას'უდის მიერ გადმოცემულ ჰადისში, სადაც ნათქვამია: ''ალლაჰის ქმნილებების სახის შემცვლელები'' ალლაჰმა უკეთესად იცის».
  7. იმამი ან-ნავავიმ თქვა: «ეს აკრძალულია იმისთვის, ვინც აკეთებს და იმისთვის, ვისთვისაც კეთდება. ადგილი სადაც არის ტატუ არის ბინძური. თუ შესაძლებელია მისი მოშორება აუცილებელია, რომ მოშორებულ იქნას, და თუ შეუძლებელია გარდა ღრმა ჭრილობით, რომლის შედეგად შიშობს, რომ დაკარგავს ორგანოს ან მის გამოყენებას ვეღარ შეძლებს ან მსგავსი რაიმე ფატალური შემთხვევა შეიძლება მოჰყვეს ორგანოზე, ამ შემთხვევაში სავალდებულო არ არის მოშორება, არამედ თუ მოინანიებს მას ცოდვა აღარ დაედება, ხოლო თუ მსგავსი რაიმე საშიშროება არ აქვს მისი მოშორების შემთხვევაში, მაშინ მას მისი მოშორების გადადებით ან დაგვიანებით ცოდვა ეწერება. ციტატის დასასრული».

თარგმნების ჩვენება

38 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ الكانادا
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية