+ -

عَنْ أَبِي سَعِيدٍ الْخُدْرِيِّ رضي الله عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ الدُّنْيَا حُلْوَةٌ خَضِرَةٌ، وَإِنَّ اللهَ مُسْتَخْلِفُكُمْ فِيهَا، فَيَنْظُرُ كَيْفَ تَعْمَلُونَ، فَاتَّقُوا الدُّنْيَا وَاتَّقُوا النِّسَاءَ، فَإِنَّ أَوَّلَ فِتْنَةِ بَنِي إِسْرَائِيلَ كَانَتْ فِي النِّسَاءِ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 2742]
المزيــد ...

გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს, რადგან ებრაელთა მოდგმის პირველი ცდუნება ქალები იყვნენ».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 2742]

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ეს სამყარო გემრიელია გემოთი და მიმზიდველია გარეგნობით, და ადამიანი შეიძლება მოტყუვდეს მასზე, ჩაეფლოს მასში და აქციოს ის თავის მთავარ საზრუნავად. უზენაესმა ალლაჰმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში ზოგირეთი ჩვენგანი ზოგიერთის მმართველებად დაადგინა, რათა შეხედოს როგორ ვიმოქმედებთ, დავემორჩილებით თუ ვეურჩებით მას? შემდეგ თქვა: ფრთხილად იყავით, ამქვეყნიურმა ფუფუნებამ და სიამოვნებამ არ შეგაცდინოთ, და არ გიბიძგოთ ალლაჰის ბრძანებების მიტოვებისკენ, და იმის კეთებისკენ, რაც ალლაჰმა აგიკრძალათ თქვენ. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცდუნება ამქვეყნიურ ცხოვრებებს შორის - არის ქალების ცდუნება. სწორედ ეს იყო პირველი ცდუნება, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ისრაელის შვილები.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება მუდმივად უფლისმოშიშობის დაცვაზე და გაფრთხილება იმაზე, რომ არ გავყვეთ ამქვეყნიური სიკეთეების და მისი მორთულობის მოჯადოებას.
  2. გაფრთხილება იმაზე, რომ არ ავყვეთ ქალების ცდუნებას, იქნება ეს მზერით, სქესთა აღრევის საკითხში ზედმეტი შერბილებით, ქალებისა და უცხო მამაკაცების ურთიერთობით, თუ მსგავსი სიტუაციების მეშვეობით.
  3. ქალების ცდუნება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცდუნება ამ სამყაროში.
  4. შეგონება და მაგალითის აღება წინათ მყოფი ხალხებისგან. რაც ებრაელთა მოდგმას შეემთხვათ შეიძლება სხვასაც შეემთხვეთ.
  5. ქალების ცდუნება გამოიხატება იმაში, რომ თუ ქალი ცოლია, შესაძლოა, ის მოითხოვდეს მამაკაცისგან ისეთს, რაც აღემატება მის შესაძლებლობებს, რაც განარიდებს მას რელიგიური მოვალეობების შესრულებაზე ზრუნვისგან და აიძულებს, რომ კონცენტრირდეს მხოლოდ ამქვეყნიურ სიკეთეებზე. ხოლო თუ ქალი უცხოა, მისი ცდუნება შეიძლება გამოიხატოს მამაკაცების მაცდუნებაში და მათი ჭეშმარიტებისგან გადახრაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი გამოდის გარეთ, ერევა მამაკაცებში ან გამოდის ჰიჯაბის გარეშე, გამოაჩენს თავის სილამაზეს. ამან შესაძლოა მრუშობის სხვადასხვა ფორმამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, მორწმუნემ უნდა მიმართოს ალლაჰს დაცვისთვის და სთხოვოს მას, დაიცვას იგი მათი ცდუნებებისგან.
მეტი