სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს
მორწმუნე კაცს არ უნდა სძულდეს მორწმუნე ქალი. თუ მასში რომელიმე თვისება არ მოსწონს, სხვა თვისებაში კმაყოფილებას უნდა პოულობდეს
თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა
რომელი ქალიც გათხოვდება თავისი მეურვის (ვალი) ნებართვის გარეშე, მისი ქორწინება(ნიქაჰი) ბათილია». (ეს სამჯერ გაიმეორა). «თუ ქმარმა მასთან თანაცხოვრება დაიწყო, მაჰრი მას ეკუთვნის იმ სიამოვნებისთვის, რაც ქმარმა მიიღო. ხოლო თუ მეურვეებთან უთანხმოება წარმოიშობა, მაშინ მმართველი იქნება იმ ქალის მეურვე, ვისაც მეურვე არ ჰყავს
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ჩვენი ცოლის უფლება ჩვენზე?" მან მიუგო: «რომ აჭამო, როცა თავად ჭამ, და ჩააცვა, როცა თავად გაცვია ან თვად იმოსები, ნუ დაარტყამ სახეში, ნუ შეარცხვენ მას და ნუ მიატოვებ, გარდა სახლის შიგნით
ვისაც ორი ცოლი ჰყავს და ერთს მეორეზე მეტ ყურადღებას აქცევს, აღდგომის დღეს მოვა და მისი სხეულის ერთი მხარე დახრილი იქნება
მუჰამმადის ოჯახში მრავალი ქალი მოვიდა, რომლებიც ქმრებს უჩივიან. ეს (ქმრები) თქვენში რჩეულები არ არიან