1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი მორწმუნე კაცს არ უნდა სძულდეს მორწმუნე ქალი. თუ მასში რომელიმე თვისება არ მოსწონს, სხვა თვისებაში კმაყოფილებას უნდა პოულობდეს

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي لله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَا يَفْرَكْ مُؤْمِنٌ مُؤْمِنَةً، إِنْ كَرِهَ مِنْهَا خُلُقًا رَضِيَ مِنْهَا آخَرَ» أَوْ قَالَ: «غَيْرَهُ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მორწმუნე კაცს არ უნდა სძულდეს მორწმუნე ქალი. თუ მასში რომელიმე თვისება არ მოსწონს, სხვა თვისებაში კმაყოფილებას უნდა პოულობდეს» ან თქვა:«სხვა მის გარდა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1469

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუკრძალა ქმარს, რომ სიძულვილით მოექცეს თავის ცოლს ისე, რომ ეს სიძულვილი მასზე ძალადობას, მიტოვებას ან გულგრილობას გამოიწვევდეს; ადამიანი ბუნებით არასრულყოფილია. თუ ქმარს ცოლში რაიმე არასასურველი თვისება არ მოსწონს, მასში აუცილებლად იპოვის სხვა კარგ თვისებას. ამიტომ, უნდა იყოს კმაყოფილი იმ კარგით, რაც მის გულს აკმაყოფილებს და მოთმინებით მიიღოს ის ცუდი, რაც მისთვის არასასურველია. ეს მიდგომა ქმარს აიძულებს მოთმინებას და ხელს უშლის ცოლის მიმართ ისეთ სიძულვილს, რაც განშორებას გამოიწვევს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება მორწმუნეზე, რომ იყოს სამართლიანი და გონივრულად მოიქცეს ნებისმიერი უთანხმოების დროს, რაც შეიძლება ცოლთან წარმოიშვას. ის არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ გრძნობებს ან დროებით ემოციებს, არამედ უნდა იმოქმედოს გაწონასწორებულად და სამართლიანად.
  2. მორწმუნის საქმე არ არის მორწმუნე ქალის სრულად სიძულვილი, რაც განშორებამდე მიიყვანს. პირიქით, მას უნდა შეეძლოს იმ თვისებების უგულებელყოფა, რაც არ მოსწონს, და ყურადღების გამახვილება იმაზე, რაც უყვარს.
  3. ცოლ-ქმარს შორის კარგი თანაცხოვრებისა და მეგობრული ურთიერთობის წახალისება.
  4. რწმენა მოუწოდებს კეთილშობილური ზნეობისკენ. მორწმუნე მამაკაცსა და ქალში აუცილებლად არის კარგი თვისებები, რადგან რწმენა მოითხოვს, რომ მათში იყოს სამაგალითო და საქებარი ხასიათის ნიშნები.

თარგმნების ჩვენება

56 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية