عَنِ النُّعْمَانِ بْنِ بَشِيرٍ رَضيَ اللهُ عنهُما:
أَنَّ أُمَّهُ بِنْتَ رَوَاحَةَ سَأَلَتْ أَبَاهُ بَعْضَ الْمَوْهِبَةِ مِنْ مَالِهِ لِابْنِهَا، فَالْتَوَى بِهَا سَنَةً ثُمَّ بَدَا لَهُ، فَقَالَتْ: لَا أَرْضَى حَتَّى تُشْهِدَ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَلَى مَا وَهَبْتَ لِابْنِي، فَأَخَذَ أَبِي بِيَدِي وَأَنَا يَوْمَئِذٍ غُلَامٌ، فَأَتَى رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَالَ: يَا رَسُولَ اللهِ، إِنَّ أُمَّ هَذَا بِنْتَ رَوَاحَةَ أَعْجَبَهَا أَنْ أُشْهِدَكَ عَلَى الَّذِي وَهَبْتُ لِابْنِهَا، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «يَا بَشِيرُ، أَلَكَ وَلَدٌ سِوَى هَذَا؟» قَالَ: نَعَمْ، فَقَالَ: «أَكُلَّهُمْ وَهَبْتَ لَهُ مِثْلَ هَذَا؟» قَالَ: لَا، قَالَ: «فَلَا تُشْهِدْنِي إِذن، فَإِنِّي لَا أَشْهَدُ عَلَى جَوْرٍ»، ولِمُسْلِمٍ: «فَأَشْهِدْ عَلَى هَذَا غَيْرِي».
[صحيح] - [متفق عليه، وله ألفاظ عديدة] - [صحيح مسلم: 1623]
المزيــد ...
ან-ნუ‘მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია:
რომ მისი დედა, ბინთ რავაჰა, სთხოვდა მამას, რომ მისი შვილისთვის თავისი ქონებიდან საჩუქარი მიეცა. მამა ერთი წელი აჭიანურებდა ამ საკითხს, შემდეგ კი გადაწყვიტა ამის გაკეთება, დედამ უთხრა: "არ ვიქნები კმაყოფილი, სანამ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ დაამოწმებ იმის შესახებ, რაც ჩემს შვილს აჩუქე", მამაჩემმა ხელჩაკიდებული წამიყვანა, მაშინ მე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, და მივედით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მამამ თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, ამ ბიჭის დედას, ბინთ რავაჰას, სურდა, რომ შენ ყოფილიყავი მოწმე იმისა, რაც მის შვილს ვაჩუქე". შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: «ო, ბაშირ, გყავს სხვა შვილებიც?» მან უპასუხა: "დიახ", მოციქულმა ჰკითხა: «ყველას იგივე აჩუქე, რაც ამ შვილს?» მან თქვა: "არა", მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მაშინ ნუ მთხოვ, რომ ვიყო ამის მოწმე, რადგან მე უსამართლობაზე მოწმობას არ ვაძლევ». მუსლიმის გადმოცემაში ასევე ნათქვამია: «ჩემს გარდა სხვა ვინმეს დაამოწმებინე».
[სანდო (საჰიჰ)] - - [საჰიჰ მუსლიმ - 1623]
ნუმან იბნ ბაშირმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნო, რომ მისი დედა, ამრა ბინთ რავაჰა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სთხოვდა მის მამას, რომ თავისი ქონებიდან რაღაც მიანიჭოს თავის შვილს, მამა ყოყმანობდა და ერთი წელი გადადო, შემდეგ კი გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა და ნუმანისთვის ეჩუქებინა. მაშინ დედამ უთხრა: არ ვკმაყოფილდები, სანამ ალლაჰის შუამავალი ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას არ დაუმოწმებს, რომ ჩემს შვილს ეს აჩუქე, მამამ ჩემი ხელი აიღო – მაშინ პატარა ბავშვი ვიყავი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო ამ ბავშვის დედა რავააჰას გოგო მოხიბლულია იმით, რომ შენ დაიმოწმო, რაც მის შვილს ვაჩუქე, შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას უთხრა: ო, ბააშირ შენ ამ შვილს გარდა სხვა შვილებიც ხომ გყავს? უპასუხა: დიახ. უთხრა: ყველა მათგანს აჩუქე ამის მსგავსი? უპასუხა: არა. შუამავალმა უპასუხა: "მაშინ ნუ დამაყენებ მოწმედ, რადგან მე უსამართლობასა და დაჩაგვრაზე არ ვმოწმობ". იმამ მუსლიმის გადმოცემით, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დატუქსვით უთხრა: "მაშინ ჩემს გარდა ვინმე სხვა დაამოწმე ამ უსამართლობაზე."