+ -

عَنْ حُذَيْفَةَ رَضيَ اللهُ عنهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّهَا سَتَكُونُ أُمَرَاءُ يَكْذِبُونَ وَيَظْلِمُونَ، فَمَنْ صَدَّقَهُمْ بِكَذِبِهِمْ وَأَعَانَهُمْ عَلَى ظُلْمِهِمْ فَلَيْسَ مِنَّي، وَلَسْتُ مِنْهُ، وَلَا يَرِدُ عَلَيَّ الْحَوْضَ، وَمَنْ لَمْ يُصَدِّقْهُمْ بِكَذِبِهِمْ وَلَمْ يُعِنْهُمْ عَلَى ظُلْمِهِمْ فَهُوَ مِنِّي، وَأَنَا مِنْهُ، وَسَيَرِدُ عَلَيَّ الْحَوْضَ».

[صحيح] - [رواه أحمد] - [مسند أحمد: 23260]
المزيــد ...

ჰუზაიფა გადმოსცემს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, იქნებიან ისეთი მმართველები, რომლებიც იცრუებენ და უსამართლობას ჩაიდენენ, ვინც დაამოწმებს მათ ტყუილს და დაეხმარება მათ უსამართლობაში, ის ჩემიანი არ არის, და ვერ დალევს ჩემთან ერთად წყალსაცავიდან წყალს, ხოლო ვინც არ დაამოწმებს მათ ტყუილს და არ დაეხმარება მათ უსამართლობაში ის არის ჩემიანი, და მე ვარ მისიანი, და ის დალევს ჩემთან ერთად წყალსაცავიდან წყალს».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა აჰმადმა] - [მუსნად აჰმად - 23260]

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ხალხის მმართველობაში მოვლენ ისეთი მმართველები, რომლებიც იცრუებენ მათ სიტყვებში, და იტყვიან იმას, რასაც არ აკეთებენ. უსამართლობას ჩაიდენენ თავიანთ მმართველობაში, ვინც მივა მათთან და დაადასტურებს მათ ტყუილს, ან ვინც დაეხმარება მათ უსამართლობის ჩადენაში, ან გასცემს მათ სასარგებლო ფათვას მათთან დასაახლოვებლად ან იმის მოპოვების სურვილით, რასაც ისინი ფლობენ; მე ვარ შორს მისგან და ის ჩემიანი არ არის, და მე არ ვარ მისიანი, და ის ვერ მოვა ჩემთან ქავსარის წყალსაცავთან განკითხვის დღეს, ხოლო ვინც არ მივა მათთან, არ დაამოწმებს მათ ტყუილს და არ დაეხმარება მათ უსამართლობაში ის ჩემიანია, და მე მისიანი ვარ, და ის ჩემთან ერთად იქნება ქავსარის წყალსაცავთან განკითხვის დღეს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მმართველები, თუ მათთან მივლენ რჩევის მისაცემად სწორი გზის საჩვენებლად და მათი ბოროტების შესარბილებლად; ეს არ არის პრობლემა არამედ ეს არის სასურველი, ხოლო თუ მათთან მივლენ, რომ დაეხმარონ მათ უსამართლობაში და დაადასტურონ მათი ტყუილი, ეს არის გასაკიცხი.
  2. გაფრთხილების განმარტება მათთვის, ვინც მმართველს დაეხმარება უსამართლობაში.
  3. ამ ჰადისში მოცემული ეს გაფრთხილება მიუთითებს ამ ქმედების აკრძალვაზე, ის მიეკუთვნება დიდი ცოდვებს.
  4. მოწოდება სათნოებაში და ღვთისმოშიშებაში თანამშრომლობისკენ და ცოდვასა და მტრობაში თანამშრომლობის აკრძალვა.
  5. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმქვეყნად წყალსაცავის/აუზის არსებობის მტკიცებულება, და რომ მასთან შეიკრიბება მისი უმმეთი.
თარგმანი: ინგლისური ინდონეზიური სენჰალური ვიეტნამური ხუსური სვაჰილური ასამური ჰოლანდიური გუჯარათული რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება