+ -

عَنْ أُمِّ سَلَمَةَ أُمِّ المُؤمنين رضي الله عنها: أَنَّ رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم قَالَ:
«سَتَكُونُ أُمَرَاءُ فَتَعْرِفُونَ وَتُنْكِرُونَ، فَمَنْ عَرَفَ بَرِئَ، وَمَنْ أَنْكَرَ سَلِمَ، وَلَكِنْ مَنْ رَضِيَ وَتَابَعَ» قَالُوا: أَفَلَا نُقَاتِلُهُمْ؟ قَالَ: «لَا، مَا صَلَّوْا».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 1854]
المزيــد ...

მორწმუნეთა დედა უმმ სალამა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება. ხალხმა ჰკითხა: "ალლაჰის მოციქულო, განა არ უნდა ვიბრძოლოთ ასეთ მმართველებთან?" მან უპასუხა: «არა, მანამ სანამ ისინი ლოცვას აღასრულებენ».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 1854]

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ჩვენ გვეყოლება მართველები, ჩვენ ვნახავთ მათგან ზოგიერთ ქმედებებს, რომელბიც არის შარიათის შესაბამისი, ხოლო ზოგიერთი ქმედებები იქნება შარიათის საწინააღმდეგო, ვინც გულით შეიძულებს მოუწონარ ქმედებებს, მაგრამ მისი უარყოფის (გაკიცხვის) ძალა არ შესწევს, ის თავს დააღწევს ცოდვისგან და ორპირობისგან. ვისაც შეუძლია მისი გამოსწორება ენით ან ქმედებით, და გაკიცხა ისინი, გადარჩენილი იქნება ცოდვისგან და მათთან თანამონაწილეობისგან. მაგრამ ვინც კმაყოფილი იქნება მათი ნამოქმედარით და მათ გაჰყვება იმ დანაშაულში, დაიღუპება ისე, როგორც ისინი დაიღუპნენ.
შემდეგ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს: არ ვეომოთ იმ მმართველებს, რომელთა თვისებები ასეთი იქნება? მან ეს აუკრძალა, და თქვა: არა, მანამ, სანამ თქვენთან ერთად ლოცვას ასრულებენ.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف აზრბაიჯანული უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარმეტყველობის ერთ-ერთი მტკიცებულება არის მისი წინასწარმეტყველებები მომავლის მოვლენებზე და ის, რომ ეს მოვლენები ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან ამაზე ამცნო.
  2. არ შეიძლება მოუწონარი საქმეების მიმართ კმაყოფილება და მასში მონაწილეობა, აუცილებელია მისი დაგმობა.
  3. თუ მართველები გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც შარიათს ეწინააღმდეგება არ შეიძლება მათზე მორჩილება ამაში.
  4. არ შეიძლება მუსლიმთა მმართველების წინააღმდეგ აჯანყება, რადგან ეს იწვევს უფრო დიდ ბოროტებას, სისხლისღვრას და უსაფრთხოების დაკარგვას. მოთმინების გამოჩენა იმ დასაგმობი საქმეების მიმართ, რომლებიც ცოდვილი მმართველებისგან მომდინარეობს, და იმ ზიანის მიმართ, რომელიც მათგან მოდის, უკეთესია, ვიდრე ის უბედურებები, რომლებიც მათ წინააღმდეგ აჯანყებას მოჰყვება.
  5. ლოცვას ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგანაც ის არის ურწმუნოებასა და ისლამს შორის განმასხვავებელი.
მეტი