عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم قَالَ:
«إِذَا مَاتَ الْإِنْسَانُ انْقَطَعَ عَنْهُ عَمَلُهُ إِلَّا مِنْ ثَلَاثَةٍ: إِلَّا مِنْ صَدَقَةٍ جَارِيَةٍ، أَوْ عِلْمٍ يُنْتَفَعُ بِهِ، أَوْ وَلَدٍ صَالِحٍ يَدْعُو لَهُ».
[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 1631]
المزيــد ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 1631]
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ადამიანის საქმეები წყდება მისი გარდაცვალების შემდეგ, ანუ კეთილი საქმეები აღარ ეწერება მას, გარდა იმ სამი გზისა, რომლებიც ჰადისშია აღნიშნული:
პირველი: სადაყა, რომლის საზღაურიც გრძელდება და არ წყდება, მაგალითად, ვაყფი (საქველმოქმედო ფონდი), მეჩეთის აშენება, ჭების გათხრა და სხვა მსგავსი საქმეები.
მეორე: ცოდნა, რომელიც ადამიანებს სარგებელს აძლევს, მაგალითად, სამეცნიერო წიგნების დაწერა ან ვინმეს სწავლება, რათა ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდეს ეს ცოდნა.
მესამე: მორწმუნე შვილი, რომელიც ლოცულობს თავისი მშობლებისთვის.