+ -

عَنْ عَدِيِّ بْنِ حَاتِمٍ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَا مِنْكُمْ مِنْ أَحَدٍ إِلَّا سَيُكَلِّمُهُ اللهُ، لَيْسَ بَيْنَهُ وَبَيْنَهُ تُرْجُمَانٌ، فَيَنْظُرُ أَيْمَنَ مِنْهُ فَلَا يَرَى إِلَّا مَا قَدَّمَ، وَيَنْظُرُ أَشْأَمَ مِنْهُ فَلَا يَرَى إِلَّا مَا قَدَّمَ، وَيَنْظُرُ بَيْنَ يَدَيْهِ فَلَا يَرَى إِلَّا النَّارَ تِلْقَاءَ وَجْهِهِ، فَاتَّقُوا النَّارَ وَلَوْ بِشِقِّ تَمْرَةٍ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 1016]
المزيــد ...

გადმოცემულია 'აადი იბნ ჰაათიმისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე. ადამიანი მარჯვნივ გაიხედავს და ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ მარცხნივ გაიხედავს და კვლავ ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ წინ გაიხედავს და მის წინ ვერაფერს დაინახავს, გარდა ცეცხლისა... ასე რომ, დაიცავით თავი ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკის გაღებით!»

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 1016]

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ყოველი მორწმუნე აღდგომის დღეს ალლაჰის წინაშე მარტო დადგება. ალლაჰი მას მიმართავს უშუალოდ, შუამავლის ან თარჯიმნის გარეშე, ადამიანი შეხედავს მარჯვნივ და მარცხნივ საშინელი შიშისგან, იმ იმედით, რომ იპოვის გზას, რომელიც მას ჯოჯოხეთის ცეცხლისგან იხსნის, და რომელიც მის წინ იქნება, ხსნისკენ წარუძღვება. როდესაც ის მარჯვენა მხარეს გაიხედავს, დაინახავს მხოლოდ იმას, რაც გააკეთა მან კეთილი საქმეებიდან, ხოლო როდესაც მარცხნივ გაიხედავს, დაინახავს მხოლოდ იმას, რაც მან ცუდი საქმეებიდან ჩაიდინა, როდესაც ის თავის წინ გაიხედავს, დაინახავს მხოლოდ ცეცხლს. მას არ შეუძლია მისი თავიდან არიდება, რადგან აუცილებლად უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: გააკეთეთ თქვენსა და ცეცხლის (ჯოჯოხეთის) შორის დაცვა ქველმოქმედებითა და კეთილი საქმეებით, თუნდაც მცირედი რამით, როგორიცაა ნახევარი ფინიკი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება ქველმოქმედებისკენ, თუნდაც მცირე რაოდენობით, კეთილშობილ თვისებებზე დაფუძნებული ქცევის ჩამოყალიბებისკენ, ასევე მეგობრული მოპყრობისა და რბილი და კეთილი სიტყვებით ურთიერთობისკენ.
  2. უზენაესი ალლაჰის მიახლოება მისი მონისადმი აღდგომის დღეს: არ იქნება მათ შორის არც ფარდა, არც შუამავალი და არც თარჯიმანი. ამიტომ, მორწმუნე უნდა მოერიდოს თავისი ღმერთის ბრძანებების წინააღმდეგ წასვლას.
  3. ადამიანმა არ უნდა ჩათვალოს ძალიან უმნიშვნელოდ ის, რასაც მოწყალებად გასცემს, თუნდაც ეს იყოს მცირე და უმნიშვნელო რამ, რადგან ნებისმიერი მოწყალება იქნება მისი დამცავი ფარი ცეცხლისგან.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური სერბული რომაული الموري მალაიური
თარგმნების ჩვენება
მეტი