ჰადისების სია 10

მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს, გარდა დიდებისა, და ვინც ალლაჰისთვის თავმდაბლობას გამოიჩენს, ალლაჰი მას აუცილებლად აამაღლებს
ალლაჰმა თქვა: გაეცი ჰეი, ადამის შვილო! და მე გავცემ შენზე!
ყოველდღე, როდესაც ალლაჰის მონები დილას იღვიძებენ, მათთან გარდაუვლად ჩამოდის ორი ანგელოზი. ერთი მათგანი ამბობს: ‘ო ალლაჰ, მიეცი კეთილი საზღაური მას, ვინც ხარჯავს [შენთვის]!’ ხოლო მეორე ამბობს: ‘ო ალლაჰ, გაუგზავნე დაღუპვა მას, ვინც ძუნწობს!
თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე
„საქმეები - ექვსი სახისაა, ხოლო ადამიანები - ოთხი კატეგორიის. ორი აუცილებელი შედეგი. სხვადასხვა საზღაური. საზღაური სიკეთის ათმაგია. საზღაური კეთილი საქმის შვიდასმაგია
ო ალლაჰის შუამავალო, უმმ სა'დი მოკვდა, რომელი სადაყა არის უკეთესი მისთვის(რომ გავცე)? თქვა: «წყალი», შემდეგ მან თქვა: ამოთხარა ჭა და თქვა: "ეს უმმ სა'დისთვის არის
ვისაც ეს გოგონები ჰყავს და კარგად მოექცევა მათ, ისინი მისთვის ჯოჯოხეთისგან საფარი გახდებიან
ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე
ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა
დინარი, რომელიც დახარჯე ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გლახაკისთვის, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე – ყველაზე დიდი ჯილდო აქვს იმ დინარს, რომელიც შენს ოჯახზე დახარჯე