+ -

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَا مِنْ يَوْمٍ يُصْبِحُ العِبَادُ فِيهِ إِلَّا مَلَكَانِ يَنْزِلاَنِ، فَيَقُولُ أَحَدُهُمَا: اللَّهُمَّ أَعْطِ مُنْفِقًا خَلَفًا، وَيَقُولُ الآخَرُ: اللَّهُمَّ أَعْطِ مُمْسِكًا تَلَفًا».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 1442]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყოველდღე, როდესაც ალლაჰის მონები დილას იღვიძებენ, მათთან გარდაუვლად ჩამოდის ორი ანგელოზი. ერთი მათგანი ამბობს: ‘ო ალლაჰ, მიეცი კეთილი საზღაური მას, ვინც ხარჯავს [შენთვის]!’ ხოლო მეორე ამბობს: ‘ო ალლაჰ, გაუგზავნე დაღუპვა მას, ვინც ძუნწობს!»

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 1442]

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ყოველი დღის განთიადისას, როცა მზე ამოდის, ორი ანგელოზი ჩამოდის და მოუწოდებს, ერთ-ერთი მათგანი ამბობს:
ო ალლაჰ, ვინც გასცემს შენი მორჩილებისთვის, ოჯახის საჭიროებებისთვის, სტუმრებისთვის და ნებაყოფლობითი სიკეთეებისთვის, მიეცი მას სამაგიერო და აუნაზღაურე იგი უკეთესით იმაზე, რაც დახარჯა, და დალოცე იგი.
ხოლო მეორე ამბობს: ო ალლაჰ, ვინც იკავებს ხელში შენთვის განკუთვნილ ხარჯს, გაუნადგურე მისი ქონება, რომელიც მან ღირსეულებს აუკრძალა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ნებადართულია დიდსულოვანი ადამიანისთვის ვედრების აღვლენა მეტი ჯილდოსა და ანაზღაურების თხოვნით, რომ ალლაჰმა აუნაზღაუროს მას უკეთესით, ვიდრე დახარჯა. ასევე ნებადართულია ძუნწისთვის ვედრების აღვლენა მისი ქონების განადგურებისთვის, რომლის მიმართაც მან სიძუნწე გამოავლინა და არ დახარჯა იმაზე, რაც ალლაჰმა მასზე დააკისრა.
  2. ანგელოზები დუას აღავლენენ მორწმუნე, კეთილშობილ და გამცემ ადამიანებზე სიკეთისა და კურთხევისთვის, და მათი დუა(ვედრება) მიღებულია.
  3. წახალისება სავალდებულო და ნებაყოფლობითი ხარჯების გაღებისკენ, როგორიცაა ოჯახზე ზრუნვა, ნათესავებთან კავშირი და სხვა კეთილი საქმეები.
  4. კეთილი საქმეებისთვის გამცემის ღირსების ახსნა და იმის აღნიშვნა, რომ მისი საბოლოო ჯილდო ის იქნება, რომ ალლაჰი მას აუნაზღაურებს. როგორც ალლაჰი ამბობს: «რასაც არ უნდა გაიღოთ, ალლაჰი ამას გაგინაზღაურებთ, და ის არის საუკეთესო მარჩენალი» (სურა საბა, აიათი 39).
  5. ეს წყევლა ვედრება მიმართულია იმათზე, ვინც თავს იკავებს სავალდებულო ხარჯების გაღებისგან. რაც შეეხება ნებაყოფლობით ხარჯებს, ისინი აქ არ შედის, რადგან მათი არგაღების გამო ადამიანი ამ ვედრებას არ იმსახურებს.
  6. ძუნწობისა და სიხარბის აკრძალვა.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ნეპალური იორუბა უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი