عَنْ أَبِي ذَرٍّ رضي الله عنه:
أَنَّ نَاسًا مِنْ أَصْحَابِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالُوا لِلنَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: يَا رَسُولَ اللهِ، ذَهَبَ أَهْلُ الدُّثُورِ بِالْأُجُورِ، يُصَلُّونَ كَمَا نُصَلِّي، وَيَصُومُونَ كَمَا نَصُومُ، وَيَتَصَدَّقُونَ بِفُضُولِ أَمْوَالِهِمْ، قَالَ: «أَوَلَيْسَ قَدْ جَعَلَ اللهُ لَكُمْ مَا تَصَّدَّقُونَ؟ إِنَّ بِكُلِّ تَسْبِيحَةٍ صَدَقَةً، وَكُلِّ تَكْبِيرَةٍ صَدَقَةً، وَكُلِّ تَحْمِيدَةٍ صَدَقَةً، وَكُلِّ تَهْلِيلَةٍ صَدَقَةً، وَأَمْرٌ بِالْمَعْرُوفِ صَدَقَةٌ، وَنَهْيٌ عَنْ مُنْكَرٍ صَدَقَةٌ، وَفِي بُضْعِ أَحَدِكُمْ صَدَقَةٌ»، قَالُوا: يَا رَسُولَ اللهِ، أَيَأتِي أَحَدُنَا شَهْوَتَهُ وَيَكُونُ لَهُ فِيهَا أَجْرٌ؟ قَالَ: «أَرَأَيْتُمْ لَوْ وَضَعَهَا فِي حَرَامٍ أَكَانَ عَلَيْهِ فِيهَا وِزْرٌ؟ فَكَذَلِكَ إِذَا وَضَعَهَا فِي الْحَلَالِ كَانَ لَهُ أَجْرٌ».
[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 1006]
المزيــد ...
გდმოცემულია აბუ ზარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
«მოციქულის მიმდევართაგან ზოგიერთნი მივიდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ჩვენგან მდიდარი ხალხი ძალიან წინ წავიდა მადლის კეთებით, ლოცულობენ ისე, როგორც ჩვენ ვლოცულობთ, მარხულობენ ისე, როგორც ჩვენ ვმარხულობთ, და გასცემენ მოწყალებას მათი დაგროვილი ქონებიდან. მან თქვა: «ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის მოციქულო! თუ რომელიმე ჩვენგანი თავის ვნებას (ცოლთან ურთიერთობით) დააკმაყოფილებს, მას მაგისთვის მადლი დაეწერება? მან თქვა: «როგორ ფიქრობთ, თუ ამ ვნებებს ჰარამი გზით დაიკმაყოფილებს, მას ცოდვა არ დაეწერება? სწორედ ასეთივეა, თუ ამ ვნებებს ის ჰალალი გზით დაიკმაყოფილებს, ის მიიღებს ამისთვის მადლს».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 1006]
ზოგიერთი ღარიბი საჰაბა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და თავისი მდგომარეობა და სიღარიბე შეჰჩივლა. ასევე, ისინი ჩიოდნენ იმაზე, რომ არ შეეძლოთ სადაყას გაღება და ამით დიდი საზღაურის მიღება, როგორც ამას მათი შეძლებული თანამორწმუნეები აკეთებდნენ. მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა სიკეთე გაეკეთებინათ ისე, როგორც ამას მდიდრები აკეთებდნენ. ისინი ამბობდნენ: "ისინი ლოცულობენ, როგორც ჩვენ ვლოცულობთ, მარხულობენ, როგორც ჩვენ ვმარხულობთ, მაგრამ თავიანთი ქონების ნამატს სადაყას სახით გასცემენ, მაშინ როდესაც ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ მიუთითა იმაზე, რითიც შეძლებდნენ მოწყალების გაცემას, და უთხრა: ნუთუ ალლაჰს არ დაუდგენია თქვენთვის რითაც გასცემთ თქვენი სულებისთვის მოწყალებას?! თუ იტყვით: ''სუბჰანალლაჰ'', თქვენ მიიღებთ მოწყალების მადლს, ასევე სიტყვები: ''ალლაჰუ აქბარ'' სადაყაა, ასევე სიტყვები: ''ალჰამდულილლაჰ'' სადაყაა, ასევე სიტყვები: ''ლა ილაჰა ილლა ალლაჰ'' სადაყაა, ასევე სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტოების აკრძალვა სადაყაა, რომელიმე თქვენგანს თუ საკუთარ ცოლთან ურთიერთობა ექნება ესეც სადაყაა. ამან ისინი გააოცა და იკითხეს: ო ალლაჰის შუამავალო, ნუთუ რომელიმე ჩვენგანი ვნებების დაკმაყოფილების გამო საზღაურს მიიღებს?! მან უპასუხა: რას ფიქრობთ თუ ამ ვნებებს ჰარამით დაიკმაყოფილებს, იმრუშებს ან სხვა რამეს ჩაიდენს მას ცოდვა არ დაეწერება? სწორედ ასეთივეა, თუ ამ ვნებებს ის ჰალალით დაიკმაყოფილებს, ის მიიღებს ამისთვის მადლს.