عَنْ عَبْدِ اللهِ بنِ مَسْعُودٍ رَضيَ اللهُ عنهُ قَالَ: نَامَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَلَى حَصِيرٍ، فَقَامَ وَقَدْ أَثَّرَ فِي جَنْبِهِ، فَقُلْنَا: يَا رَسُولَ اللهِ، لَوِ اتَّخَذْنَا لَكَ وِطَاءً، فَقَالَ:
«مَا لِي وَلِلدُّنْيَا، مَا أَنَا فِي الدُّنْيَا إِلاَّ كَرَاكِبٍ اسْتَظَلَّ تَحْتَ شَجَرَةٍ ثُمَّ رَاحَ وَتَرَكَهَا».
[صحيح] - [رواه الترمذي وابن ماجه] - [سنن الترمذي: 2377]
المزيــد ...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიძინა წნელის ნაქსოვ ქვეშაგზე, როდესაც წამოდგა მას გვერდებზე ნაკვალევი ემჩნეოდა, და ვუთხარით: ო ალლაჰის შუამავალო, არ გინდა შენ რბილი ბალიში მოგიტანოთ? მან თქვა:
«რა მაქვს საერთო ამ ქვეყანასთან? ჩემი ყოფნა ამ დუნიაში ჰგავს მგზავრს, რომელმაც ხის ჩრდილში დაისვენა, შემდეგ კი გზა გააგრძელა და დატოვა ის».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ] - [სუნან ალ-თირმიზი - 2377]
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიძინა ბალახებისგან ნაქსოვ ბალიშზე, როდესაც წამოდგა მას გვერდზე ნაკვალევი ემჩნეოდა, და ვუთხარით: ო ალლაჰის შუამავალო, არ გინდა რბილი ბალიში მოგიტანოთ, რომელზეც წამოწვები და უფრო უკეთესი იქნება ამ უხეში ქვეშაგისგან, მან თქვა: მე არ მიყვარს და არ ვილტვი ამ ქვეყნისთვის, რომ მოვითხოვო მისი ფუფუნება, ჩემი ამქვეყნად გაჩერების მაგალითი იმ მგზავრის მაგალითს ჰგავს, რომელმაც დაისვენა ხის ძირას, შემდეგ წამოდგა და გზა განაგრძო.