+ -

عَنْ أَنَسٍ رَضيَ اللهُ عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَوْ كَانَ لِابْنِ آدَمَ وَادِيَانِ مِنْ مَالٍ لَابْتَغَى وَادِيًا ثَالِثًا، وَلَا يَمْلَأُ جَوْفَ ابْنِ آدَمَ إِلَّا التُّرَابُ، وَيَتُوبُ اللهُ عَلَى مَنْ تَابَ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 1048]
المزيــد ...

ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 1048]

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ თუ ადამის ძე მოიპოვებდა ოქროთი სავსე ერთ ხევს, თავისი ბუნებრივი სიხარბის გამო, ის მოისურვებდა კიდევ ორ ხევს. და ის კვლავ ამქვეყნიურობაზე დარჩება მიმაგრებული, სანამ არ მოკვდება და მისი მუცელი სამარხის მიწით არ აივსება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ადამიანის ძლიერი სწრაფვა სიმდიდრისა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეების შეძენისკენ.
  2. იმამ ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში გაკიცხულია ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ სიხარბე, მისი სიმრავლისკენ სწრაფვა და მასზე მიჯაჭვულობა».
  3. უზენაესი ალლაჰი მიიღებს იმ ადამიანის მონანიებას, ვინც თავს ანებებს დაგმობილ თვისებებს.
  4. იმამ ან-ნავავი ამბობს: «ეს ჰადისი აღნიშნავს ადამის ძეთა უმეტესობის ბუნებრივ მიდრეკილებას ამქვეყნიური ცხოვრებისკენ სიხარბის თვალსაზრისით. ამას ამტკიცებს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიც: (და ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს)».
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური ქურდული სვაჰილური ასამური რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი