عَنْ أَبِي سَعِيدٍ الْخُدْرِيِّ وَعَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنهما عَنِ النَّبِيِّ صلى الله عليه وسلم قَالَ:
«مَا يُصِيبُ الْمُسْلِمَ مِنْ نَصَبٍ وَلَا وَصَبٍ وَلَا هَمٍّ وَلَا حُزْنٍ وَلَا أَذًى وَلَا غَمٍّ حَتَّى الشَّوْكَةِ يُشَاكُهَا إِلَّا كَفَّرَ اللهُ بِهَا مِنْ خَطَايَاهُ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 5641]
المزيــد ...

გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი, და აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 5641]

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: ავადმყოფობა, წუხილი, სევდა, უბედურება, განსაცდელი, სირთულე, შიში თუ შიმშილი - ეკალიც კი რომელიც შეესობა და აწუხებს - ეს ყველაფერი მისი ცოდვების გამოსასყიდი და ცოდვების წაშლის მიზეზი იქნება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის სიკეთის და წყალობის განმარტება თავისი მორწმუნე მსახურთა მიმართ. მის მიერ ცოდვების პატიება მათზე თავს დამტყდარი მცირე უბედურების გამოც კი.
  2. მუსლიმს უნდა ჰქონდეს ალლაჰისგან ჯილდოს მიღების იმედი იმ ყველაფრისთვის, რაც მას შეემთხვევა, და გამოიჩინოს მოთმინება როგორც მცირე, ასევე დიდ სირთულეებთან შეხვედრისას, რათა ეს გახდეს მისი აღმატებულების მიზეზი და ცოდვების გამოსყიდვის საფუძველი.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (56)
მეტი