+ -

عَنْ طَلْحَةَ بْنِ عُبَيْدِ اللهِ رضي الله عنه قَالَ:
جَاءَ رَجُلٌ إِلَى رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ مِنْ أَهْلِ نَجْدٍ ثَائِرُ الرَّأْسِ، نَسْمَعُ دَوِيَّ صَوْتِهِ، وَلَا نَفْقَهُ مَا يَقُولُ حَتَّى دَنَا مِنْ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَإِذَا هُوَ يَسْأَلُ عَنِ الْإِسْلَامِ، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «خَمْسُ صَلَوَاتٍ فِي الْيَوْمِ وَاللَّيْلَةِ» فَقَالَ: هَلْ عَلَيَّ غَيْرُهُنَّ؟ قَالَ: «لَا، إِلَّا أَنْ تَطَّوَّعَ، وَصِيَامُ شَهْرِ رَمَضَانَ»، فَقَالَ: هَلْ عَلَيَّ غَيْرُهُ؟ فَقَالَ: «لَا، إِلَّا أَنْ تَطَّوَّعَ»، وَذَكَرَ لَهُ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ الزَّكَاةَ، فَقَالَ: هَلْ عَلَيَّ غَيْرُهَا؟ قَالَ: «لَا، إِلَّا أَنْ تَطَّوَّعَ»، قَالَ: فَأَدْبَرَ الرَّجُلُ، وَهُوَ يَقُولُ: وَاللهِ، لَا أَزِيدُ عَلَى هَذَا، وَلَا أَنْقُصُ مِنْهُ، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «أَفْلَحَ إِنْ صَدَقَ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 11]
المزيــد ...

ტალჰა იბნ 'უბაიდულლაჰმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა მშვიდობა მას) მივიდა ნაჯდის მცხოვრები, თმები აჩეჩილი. ჩვენ ვისმენდით მის ხმამაღალ საუბარს, მაგრამ ვერ ვიგებდით, რას ამბობდა, სანამ ის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახლოს არ მივიდა. აღმოჩნდა, რომ ის ისლამზე ეკითხებოდა. მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «შენ უნდა ილოცო ხუთჯერ დღის და ღამის განმავლობაში». მან იკითხა: "და მეტი ლოცვა უნდა შევასრულო?" მოციქულმა მიუგო: «არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». შემდეგ მან უთხრა: «და უნდა იმარხო რამადნის თვეში». მან ისევ იკითხა: "და მეტი მარხვა უნდა შევასრულო?" მოციქულმა მიუგო: «არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». ამის შემდეგ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა ზაქათის გადახდის შესახებ. მან იკითხა: "და მეტი რამე უნდა გადავიხადო?" მოციქულმა მიუგო: »არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». ამის შემდეგ ამ კაცმა გაბრუნდა და თქვა: "ვფიცავ ალლაჰს, მე არაფერს არ დავამატებ ამაზე და არც მოვაკლებ". შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ის წარმატებას მიაღწევს, თუ ამას ამბობს გულწრფელად».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 11]

განმარტება

ერთმა ნაჯდელმა კაცმა მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელსაც თმა აჩეჩილი ჰქონდა, ხმა კი მაღალი, მაგრამ ძნელი იყო იმის გარჩევა, რასაც ის ამბობდა. როდესაც ის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახლოს მივიდა, ჰკითხა მას ისლამის სავალდებულო წესების შესახებ?
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიწყო ლოცვით და უთხრა, რომ ალლაჰმა სავალდებულოდ დაუწესა ხუთი ლოცვა დღე ღამის განმავლობაში.
მან ჰკითხა: ხუთი ლოცვის გარდა, სხვა ლოცვაც მაქვს სავალდებულოდ?
მოციქულმა უპასუხა: არა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნებაყოფლობითი(ნაფილის) ლოცვებს შეასრულებ.
მერე მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ალლაჰმა შენზე სავალდებულოდ დააწესა რამადანის თვის მარხვა.
კაცმა ჰკითხა: რამადანის მარხვის გარდა, სხვა მარხვა მაქვს ვალდებულად?
მოციქულმა უპასუხა: არა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნებაყოფლობით მარხვას შეინახავ.
შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მას ზაქათი უხსენა.
კაცმა ჰკითხა: სავალდებულო ზაქათის შემდეგ, სხვა ქველმოქმედება მაქვს ვალდებულად?
მოციქულმა უპასუხა: არა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნებაყოფლობით ქველმოქმედებას გააკეთებ.
მას შემდეგ, რაც კაცმა მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს სავალდებულო საქმეები მოისმინა, უკან გაბრუნდა და ალლაჰის სახელით დაიფიცა, რომ ამ ყველეფერს შეასრულებდა და არც დაუმატებდა, არც მოაკლებდა. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: თუ ეს კაცი გულწრფელია იმაზე, რის გამოც დაიფიცა, ის გამარჯვებულთა შორის იქნება.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული الموري მალაიური ორომო კანადური
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ისლამური შარიათის შემწყნარებლობა და რელიგიური მოვალეობების შესრულებაში არსებული შემსუბუქებები.
  2. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კარგი მოპყრობა ამ კაცის მიმართ, რადგან მას მისცა უფლება მისულიყო მასთან ახლოს და შეკითხვა დაესვა.
  3. უზენაესი ალლაჰისადმი მოწოდების დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანით და შემდეგ ეტაპობრივად სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადასვლა.
  4. ისლამი არის რწმენა და საქმე; რწმენის გარეშე საქმე არ მიიღება, ისევე, როგორც რწმენა არ იქნება საკმარისი საქმეს გარეშე.
  5. ამ საქმეების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ისლამის საფუძვლებია.
  6. ჯუმას ლოცვა შედის ხუთ სავალდებულო ლოცვაში, რადგან ის პარასკევის დღის ზუჰრის(შუადღის) ლოცვის ნაცვლად სრულდება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ის სავალდებულოა.
  7. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ ადამიანის სწავლება დაიწყო ისლამის ძირითადი მოვალეობებიდან, ანუ მისი საყრდენი საფუძვლებიდან, ორი მოწმობის შემდეგ. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ადამიანი უკვე იყო მუსლიმი. რაც შეეხება ჰაჯობას, ის არ იყო მოხსენიებული, რადგან იმ დროისთვის ჰაჯობა ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი, ან მისი შესრულების დროს ჯერ არ იყო მოსული.
  8. თუ ადამიანი შემოიფარგლება შარიათში სავალდებულო საქმეებით, ის წარმატებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებაყოფლობითი საქმეების შესრულება არ არის რეკომენდებული; ნებაყოფლობითი საქმეები სრულყოფს სავალდებულო საქმეებს განკითხვის დღეს.
მეტი