1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში

عن بعض أزواج النبي صلى الله عليه وسلم عن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«مَنْ أَتَى عَرَّافًا فَسَأَلَهُ عَنْ شَيْءٍ لَمْ تُقْبَلْ لَهُ صَلَاةٌ أَرْبَعِينَ لَيْلَةً».

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგიერთი ცოლი გადმოსცემს, რომ მან თქვა:
«ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2230

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს მკითხავთან მისვლაზე. მკითხავი არის საერთო სახელი მარჩიელის, ვარსკვლავებით მკითხავის, მიწაზე ხაზების გავლებით მკითხავის და მათი მსგავსები. ყველა ვინც დაფარულის ცოდნის ამოსახსნელად იყენებს სხვადასხვა რიტუალებს, მხოლოდ შეკითხვის დასმა დაფარული ცოდნიდან არის მიზეზი, რომ ალლაჰმა ამის გამო ორმოცი დღის განმავლობაში ლოცვის მადლი აუკრძალოს; ეს არის სასჯელი ამ დანაშაულის და დიდი ცოდვის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მკითხაობის, მკითხავებთან წასვლისა და მათზე დაფარულ ცოდნაზე შეკითხვების დასმის აკრძალვა.
  2. შეიძლება ადამიანმა თავისი ღვთისმსახურებისგან მადლი ვეღარ მიიღოს, მის მიერ ჩადენილი ცოდვების სასჯელად.
  3. ჰადისში ნახსენებ აკრძალულ ქმედებათა შორის შედის ჰოროსკოპების კითხვა და მათი შინაარსის ანალიზი, ასევე ყავის ნალექით მკითხაობა და ჰირომანტია (ხელის გულით მკითხაობა), თუნდაც ეს ცნობისმოყვარეობით ხდებოდეს. ყველაფერი ეს მკითხაობის, მარჩიელობისა და დაფარული ცოდნის შესახებ ცრუ განცხადებებია.
  4. თუ ასეთია იმის სასჯელი, ვინც მივა მკითხავთან, მაშინ როგორი იქნება თვითონ მკითხავის სასჯელი?
  5. ორმოცი დღის განმავლობაში ლოცვა შესრულებულად ითვლება და მისი ანაზღაურება არ არის საჭირო, მაგრამ მადლი არ ექნება შემსრულებელს.

თარგმნების ჩვენება

64 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
FR Français الفرنسية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
JA 日本語 اليابانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
FF Fulfulde الفولانية
IT Italiano الإيطالية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية