+ -

عن ابن عباس رضي الله عنهما قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«من اقتبَسَ علْمًا مِنَ النُّجُومِ اقْتبَسَ شُعبَة مِن السِّحرِ، زادَ ما زادَ».

[صحيح] - [رواه أبو داود وابن ماجه وأحمد] - [سنن أبي داود: 3905]
المزيــد ...

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შვამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ვარსკვლავებზე ცოდნა შეიძინა, მან ჯადოქრობის ერთ-ერთი მიმართულება ისწავლა, და რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო [იზრდება მისი ცოდვა ან ცოდნა ჯადოქრობის სფეროში]».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა] - [სუნან აბი დაუდ - 3905]

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც სწავლობს და იღებს ცოდნას ვარსკვლავებიდან და ზოდიაქოს ნიშნებიდან, მათ მოქმედებებზე დაკვირვებით, მათი გამოჩენით და გაქრობით დიდამიწაზე მომხდარი ამბების შესაბამისად, პიროვნების სიკვდილი, სიცოცხლე, თუ ავადმყოფობა და მსგავს ამბებზე, რაც მოხდება მომავალში. ჭეშმარიტად, მან ისწავლა ჯადოქრობის რაღაც ნაწილი და რაც უფრო მეტს მიიღებს ადამიანი ამ ცოდნიდან, ის უფრო მეტ ჯადოქრობას სწავლობს.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ვარსკვალავებით მკითხაობის აკრძალვა, რომელიც გულისხმობს მომავლის ამბების გაგებას ვარსკვლავების მდგომარეობაზე დაყრდნობით; რადგან ეს არის დაფარულის ცოდნის მტკიცება.
  2. ვარსკვლავებით აკრძალული მკითხაობა არის იმ ჯადოქრობის სახეობა, რომელიც ეწინააღმდეგება ერთღმერთიანობას, განსხვავებით იმისა, რომ მოხდეს ვარსკვლავებზე დაკვირვება მხარეების გასაგებად, ყიბლას მიმართულების გასაგებად, წელიწადის დროების და თვეების გასაგებად, რაც ნებადართულია.
  3. რაც უფრო მეტად ღრმავდება ადამიანი ასტროლოგიის შესწავლაში, მით უფრო მეტად ეცნობა ჯადოქრობის სხვადასხვა განხრას.
  4. ვარსკვლავებს აქვთ სამი სასარგებლო ფუნქცია, რომლებიც ალლაჰმა თავისი წიგნში მოიხსენია: ისინი არიან ცის მორთულობა, გზის მაჩვენებლები და ის, რითაც განდევნიან ეშმაკებს.
მეტი