1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი თითოეულმა არ მოკვდეს ის, რომ არ ელოდოს ალლაჰისგან მხოლოდ სიკეთეს

عَنْ جَابِرٍ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَبْلَ وَفَاتِهِ بِثَلَاثٍ يَقُولُ:
«لَا يَمُوتَنَّ أَحَدُكُمْ إِلَّا وَهُوَ يُحْسِنُ بِاللهِ الظَّنَّ».

ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«თითოეულმა არ მოკვდეს ის, რომ არ ელოდოს ალლაჰისგან მხოლოდ სიკეთეს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2877

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებდა მუსლიმს, რომ სიკვდილისას ალლაჰისგან მხოლოდ სიკეთეს ელოდოს, რათა მისთვის სასიკვდილო საწოლზე იმედი იმისა, რომ ალლაჰი შეიწყალებს და აპატიებს, გაბატონებული იყოს. რადგან შიში იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანი შრომასა და გულმოდგინებას შეუდგეს, ხოლო როცა ადამიანი სიკვდილის პირასაა, ეს აღარ არის საქმის დრო, ამიტომ ამ მომენტში უნდა გაბატონდეს იმედი(ალლაჰისადმი).

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გულმოდგინე მზრუნველობა თავისი უმმათის დარიგებაზე და მისი დიდი მოწყალება მათ მიმართ ყველა ვითარებაში; მან თავისი ავადმყოფობის დროს, რომლის დროსაც ის გარდაიცვალა, რჩევა მისცა თავის უმმათს და უჩვენა გადარჩენის გზები.
  2. ატ-ტიიბიმ თქვა: «იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი საქმეები კეთილი იყოს, რათა, როცა სასიკვდილო საწოლზე აღმოჩნდებით, ალლაჰისგან სიკეთეს ელოდოთ. რადგან, ჭეშმარიტად, ვინც ამქვეყნად ბოროტი საქმეებით ცხოვრობდა, ისიც ალლაჰისგან ბოროტს მოელის, როცა სიკვდილის პირას აღმოჩნდება».
  3. მსახურისთვის ყველაზე სრულყოფილი მდგომარეობაა იმედისა და შიშის ბალანსი, თუმცა სიყვარულის უპირატესობით. სიყვარული არის ძირითადი ძრავი, იმედი - დამხმარე, და შიში - წამყვანი. ალლაჰი თავისი წყალობითა და დიდებულებით არის ის, ვინც მიზნამდე მიგვიყვანს.
  4. სიკვდილის პირს მყოფ ადამიანის გვერდით მყოფს ევალება, გაამყაროს მისი იმედი და მოუწოდოს მას, რომ ალლაჰისგან სიკეთეს ელოდოს. რადგან ამ ჰადისში აღნიშნულია, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს სიტყვები თავისი გარდაცვალებიდან სამი დღით ადრე წარმოთქვა.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية