1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი სისუფთავე არის რწმენის ნახევარი, ალლაჰის ქება დიდება (ალჰამდუ ლილლაჰ) ავსებს სასწორს, სიტყვები ქება ალლაჰს (სუბჰანალლაჰ) და დიდება ალლაჰს (ალჰდამდულილლაჰ) ავსებენ სივრცეს ცასა და დედამიწას შორის

عَنْ أَبِي مَالِكٍ الحَارِثِ بْنِ عَاصِمٍ الأَشْعَرِيِّ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«الطُّهُورُ شَطْرُ الْإِيمَانِ، وَالْحَمْدُ لِلهِ تَمْلَأُ الْمِيزَانَ، وَسُبْحَانَ اللهِ وَالْحَمْدُ لِلهِ تَمْلَآنِ -أَوْ تَمْلَأُ- مَا بَيْنَ السَّمَاءِ وَالأَرْضِ، وَالصَّلَاةُ نُورٌ، وَالصَّدَقَةُ بُرْهَانٌ، وَالصَّبْرُ ضِيَاءٌ، وَالْقُرْآنُ حُجَّةٌ لَكَ أَوْ عَلَيْكَ، كُلُّ النَّاسِ يَغْدُو، فَبَايِعٌ نَفْسَهُ فَمُعْتِقُهَا أَوْ مُوبِقُهَا»

აბუუ მაალიქ ალ-აშ'არისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«სისუფთავე არის რწმენის ნახევარი, ალლაჰის ქება დიდება (ალჰამდუ ლილლაჰ) ავსებს სასწორს, სიტყვები ქება ალლაჰს (სუბჰანალლაჰ) და დიდება ალლაჰს (ალჰდამდულილლაჰ) ავსებენ სივრცეს ცასა და დედამიწას შორის. ლოცვა სინათლეა, სადაყა არის მტკიცებულება და მოთმინება სინათლეა, ხოლო ყურანი არის არგუმენტი შენს სასარგებლოდ ან შენს წინაარმდეგ. ყველა ხალხი გაემართებიან დილაობით (თავიანთ საქმეებზე) და საკუთარი სულის გამყიდველი ან ათავისუფლებს მას[ჯოჯოხეთის გან] ან ღუპავს[მას ცოდვებით რის გამოც ჯოჯოხეში შევა]».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა الأربعون النووية - 23

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ გარეგნული სისუფთავე მიიღწევა აბდესის ან სრული განბანვის საშუალებით, და ეს სისუფთავე აუცილებელი პირობაა ლოცვის შესრულებისთვის. სიტყვები: "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებს სასწორს, რაც დიდებულის ქების და მისი სრულყოფილი თვისებების მოხსენიებას გულისხმობს. ეს ქება სასწორზე აიწონება განსჯის დღეს და გაავსობს სასწორს საქმეებით. სიტყვები: "ალლაჰი ყოვლადწმინდაა და დიდება ალლაჰს" (სუბჰაანალლაჰ ვა ალლჰამდულილლაჰ) ეს სიტყვები გულისხმობენ ალლაჰის ნებისმიერი ნაკლის არარსებობის აღიარებას და მისი სრულყოფილების აღწერას, რაც შეეფერება მის სიდიადეს. ისინი გამოხატავენ ალლაჰის მიმართ სიყვარულს და მის განდიდებას. ამ სიტყვებს შეუძლიათ შეავსონ სივრცე ცასა და დედამიწას შორის. „ლოცვა არის სინათლე“ მორწმუნისთვის მის გულში, სახეზე, სამარესა და აღდგომის დღეს. „სადაყა არის მტკიცებულება“ მორწმუნის გულწრფელი რწმენისა, რაც მიუთითებს მის განსახვავებას თვალთმაქცისგან, რომელიც უარს ამბობს ქველმოქმედებაზე, რადგან არ სჯერა მისი დაპირებული ჯილდოსი. „მოთმინება არის ნათება“, რაც გულისხმობს საკუთარი თავის მოთოკვას სასოწარკვეთილებისა და უკმაყოფილებისგან. ეს არის სინათლე, რომელიც შეიცავს სიცხესა და დამწველობას, როგორც მზის ნათება, რადგან მოთმინება რთული და საკუთარ სურვილებთან ბრძოლის პროცესია. მოთმინების მქონე ადამიანი მუდმივად ნათდება, სწორ გზას ადგას და სწორ გადაწყვეტილებებშია. ეს მოიცავს ალლაჰის მორჩილებისას მოთმინებას, ცოდვისგან თავის შეკავებას, ასევე უბედურებებისა და ცხოვრების სხვადასხვა სირთულეების მიმართ მოთმინებას. "ყურანი არის მტკიცებულება შენს სასარგებლოდ“, თუ მას კითხულობ და მის მიხედვით ცხოვრობ, ან „მტკიცებულება შენს საწინააღმდეგოდ“, თუ მას არ ემორჩილები ან არ კითხულობ და არ ცხოვრობ მისით. მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ყველა ადამიანი ჩქარობს და გამოდის გარეთ სხვადასხვა საქმეებისთვის, იღვიძებს და ტოვებს სახლს მათი სხვადასხვა საქმისთვის, ამათგან ზოგი ალლაჰის მორჩილებას მიჰყვება და თავის თავს ჯოჯოხეთისგან იხსნის, ხოლო ზოგი გზააბნეულია, ცოდვებში ვარდება და ამით საკუთარ თავს განადგურებისა და ჯოჯოხეთში შესვლისაკენ უბიძგებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სისუფთავე ორნაირია: გარეგნული სისუფთავე, რომელიც მიიღწევა აბდესით (პატარა განბანვით) და ღუსლით (სრული სხეულის განბანვით), ხოლო შინაგანი სისუფთავე მიიღწევა თავჰიდის (ერთღმერთიანობის აღიარებით), რწმენისა და კეთილი საქმეების მეშვეობით.
  2. ლოცვის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის მორწმუნისთვის სინათლე ამ ცხოვრებაში და განკითხვის დღეს.
  3. ქველმოქმედება (სადაყა) არის გულწრფელი რწმენის ნიშანი.
  4. ყურანით მოქმედება და მისი ჭეშმარიტების დამოწმება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ის იყოს მტკიცებულება შენს სასარგებლოდ და არა შენს საწინააღმდეგოდ.
  5. თუ შენს თავს ალლაჰის მორჩილებით არ დააკავებ, ის ცოდვებით დაგაკავებს.
  6. ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იმოქმედოს; და ის ან იხსნის საკუთარ თავს მორჩილებით, ან დაიღუპავს თავს ცოდვებით.
  7. მოთმინება მოითხოვს გაძლებასა და ალლაჰისგან ჯილდოს მოლოდინს, რადგან ის სირთულეებს შეიცავს.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
FR Français الفرنسية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو