+ -

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنْ رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«قَالَ اللَّهُ تَبَارَكَ وَتَعَالَى: أَعْدَدْتُ لِعِبَادِي الصَّالِحِينَ، مَا لاَ عَيْنٌ رَأَتْ، وَلاَ أُذُنٌ سَمِعَتْ، وَلاَ خَطَرَ عَلَى قَلْبِ بَشَرٍ» قَالَ أَبُو هُرَيْرَةَ: اقْرَؤُوا إِنْ شِئْتُمْ: {فَلاَ تَعْلَمُ نَفْسٌ مَا أُخْفِيَ لَهُمْ مِنْ قُرَّةِ أَعْيُنٍ} [السجدة: 17].

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 4779]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყოვლადმოწყალე და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ჭეშმარიტად, მე მოვუმზადე ჩემს მართალ მონებს ის, რაც არ უნახავს არცერთ თვალს, არ გაუგონია არცერთ ყურს და რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს".» აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თუ გსურთ, წაიკითხეთ ეს აიათი: «და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეენია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ». (ას-საჯდა, 32:17)

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 4779]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ დალოცვილმა და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "მე მოვამზადე და გავამზადე ჩემი მართალი მონებისათვის სამოთხეში პატივსაცემად, ის რაც არცერთ თვალს არ უხილავს, არცერთ ყურს არ სმენია მისი აღწერა, და ადამიანის არცერთ გულს არ გასჩენია აზრად მისი არსი". აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: წაიკითხეთ, თუ გსურთ:
«და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეენია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ» [ას-საჯდა: 17]

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისი ერთ-ერთია იმათ შორის, რომლებიც მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თავის უფლისგან გადმოსცა. ასეთი ჰადისები ცნობილია, როგორც "ალ-ყუდსი" და ან «ალ-ილაჰი» (ღვთიური). ეს ნიშნავს, რომ მისი სიტყვები და აზრი ალლაჰს ეკუთვნის, თუმცა მას არ გააჩნია ის განსაკუთრებული თვისებები, რაც ყურანს გამოარჩევს სხვა გადმოცემებისგან. ყურანის ამ გამორჩეულ თვისებებს მიეკუთვნება მისი კითხვა, როგორც თაყვანისცემის ფორმა, მისი წაკითხვისთვის აუცილებელია რიტუალური სიწმინდე, ასევე მისი ფენომენალურობა და მისი გამეორების შეუძლებლობა, მისი აიათების უპირობო ორიგინალობა და სხვა განსაკუთრებული მახასიათებლები.
  2. მოწოდება მორჩილ ქმედებათა შესრულებისა და აკრძალულთა დატოვებისკენ, რათა ადამიანმა მიაღწიოს იმ ჯილდოს, რაც ალლაჰმა თავის მართალ მონებს მოუმზადა.
  3. უზენაესმა ალლაჰმა თავის წიგნსა და მისი მოციქულის სუნნაში არ გვამცნო სამოთხეში ყველა მოწყალება, და ის, რაც ჩვენ არ ვიცით, იმაზე ბევრად დიდებულია, რაც ჩვენთვის ცნობილია.
  4. სამოთხის ნეტარების სრულყოფილების განმარტება და იმ სიხარულების აღწერა, რომლებიც სამოთხის მკვიდრთ იქ ელოდებათ – დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეჭირვებისა და გულისტკივილის გარეშე.
  5. ამქვეყნიური სიამეები წარმავალია, ხოლო საიქიო – უკეთესი და მარადიული.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური სვაჰილური ტაილანდური ასამური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი