عَنْ مُعَاوِيَةَ رَضيَ اللهُ عنهُ قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«الْمُؤَذِّنُونَ أَطْوَلُ النَّاسِ أَعْنَاقًا يَوْمَ الْقِيَامَةِ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 387]
المزيــد ...

გადმოცემულია მუავიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი კისრები ადამიანებს შორის მუეზინებს ექნებათ».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 387]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ მუეზინები, რომლებიც მოუხმობენ ხალხს ლოცვისკენ, განკითხვის დღეს ყველაზე მაღლები იქნებიან ხალხთა შორის, მათი ძვირფასი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი სიკეთის და დიდი საზღაურის გამო.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აზანის მადლი და მისი წაკითხვის წახალისება.
  2. მუეზინების პატივი და განკითხვის დღეს მათი მაღალი საფეხურის განმარტება.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (35)
მეტი