عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ عَمْرِو بْنِ العَاصِ رضي الله عنهما قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِنَّ اللهَ سَيُخَلِّصُ رَجُلًا مِنْ أُمَّتِي عَلَى رُءُوسِ الْخَلَائِقِ يَوْمَ الْقِيَامَةِ، فَيَنْشُرُ عَلَيْهِ تِسْعَةً وَتِسْعِينَ سِجِلًّا، كُلُّ سِجِلٍّ مِثْلُ مَدِّ الْبَصَرِ، ثُمَّ يَقُولُ: أَتُنْكِرُ مِنْ هَذَا شَيْئًا؟ أَظَلَمَكَ كَتَبَتِي الْحَافِظُونَ؟ فَيَقُولُ: لَا يَا رَبِّ، فَيَقُولُ: أَفَلَكَ عُذْرٌ؟ فَيَقُولُ: لَا يَا رَبِّ، فَيَقُولُ: بَلَى إِنَّ لَكَ عِنْدَنَا حَسَنَةً، فَإِنَّهُ لَا ظُلْمَ عَلَيْكَ الْيَوْمَ، فَتُخْرَجُ بِطَاقَةٌ فِيهَا: أَشْهَدُ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ، فَيَقُولُ: احْضُرْ وَزْنَكَ، فَيَقُولُ: يَا رَبِّ مَا هَذِهِ الْبِطَاقَةُ مَعَ هَذِهِ السِّجِلَّاتِ؟ فَقَالَ: إِنَّكَ لَا تُظْلَمُ، قَالَ: فَتُوضَعُ السِّجِلَّاتُ فِي كِفَّةٍ، وَالْبِطَاقَةُ فِي كِفَّةٍ، فَطَاشَتِ السِّجِلَّاتُ، وَثَقُلَتِ الْبِطَاقَةُ، فَلَا يَثْقُلُ مَعَ اسْمِ اللهِ شَيْءٌ».
[صحيح] - [رواه الترمذي وابن ماجه] - [سنن الترمذي: 2639]
المزيــد ...
გადმოცემულია აბულლაჰ იბნ ამრ ბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ჭეშმარიტად ალლაჰი განკითხვის დღეს გამოარჩევს ჩემს უმმაში ერთ კაცს ქმნილებათა თვალწინ. მას ოთხმოცდა ცხრამეტ წიგნს გადაუშლიან, თითოეული მათგანი თვალთა ხედვის გასწვრივ სიგრძეზე იქნება. ალლაჰი ჰკითხავს: "უარყოფ რამეს ამ წიგნებიდან? ან უსამართლოდ მოიქცნენ შენთან ჩემი ანგელოზები(რომლებმაც ჩაიწერეს შენი ქმედებები)?" ის უპასუხებს: "არა, ღმერთო ჩემო". ალლაჰი კვლავ ჰკითხავს: "გაქვს რაიმე გამართლება?" ის იტყვის:"არა, ღმერთო ჩემო", მაშინ ალლაჰი იტყვის:"ჭეშმარიტად, ჩვენ გვაქვს შენი ერთი კარგი საქმე და დღეს არ მოგექცევიან უსამართლოდ", შემდეგ გამოიტანენ ფურცელს, რომელზეც ეწერება: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამედი მისი მონა და მოციქულია". ალლაჰი ეტყვის: "დაესწარი შენი საქმეების სასწორს(აწონვას)". კაცი იტყვის: "ო ღმერთო ჩემო, რა წონა აქვს ამ ფურცელს ამ წიგნებთან შედარებით?" ალლაჰი იტყვის: "შენ არ მოგექცევიან უსამართლოდ." შემდეგ დადებენ წიგნებს (ცოდვებით) სასწორის ერთ მხარეს, ხოლო ფურცელს — მეორე მხარეს, და წიგნები (ცოდვებით) აღმოჩნდებიან მსუბუქები, ხოლო ფურცელი — მძიმე. რადგან ალლაჰის სახელთან ერთად არაფერია, მასზე უფრო მძიმე.’"
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ] - [სუნან ალ-თირმიზი - 2639]
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ალლაჰი აირჩევს ერთ კაცს მისი ხალხიდან ყველა ქმნილების წინაშე საყოველთაო სასამართლოს დღეს, ის გამოიძახებს მას, რათა განსაჯოს. ამ კაცს წარუდგენს 99 წიგნს, ანუ მისი ცუდი საქმეების ჩანაწერებს, რომლებიც მან ამ ცხოვრებაში ჩაიდინა, და ყოველი ამ წიგნის სიგრძე მსგავსია, სადამდეც თვალთა ხედვა გადის შემდეგ დიდებული და ყოვლისშემძლე ალლაჰი ეტყვის ამ კაცს: უარყოფ რაიმეს ჩაწერილს ამ წიგნში? ალლაჰი ეკითხება: ჩემმა ანგელოზებმა, რომლებიც შენს საქმეებს წერდნენ, უსამართლოდ მოგექცნენ? კაცი იტყვის: არა, ო ჩემო ღმერთო! ალლაჰი ეტყვის: "გაქვს რაიმე გამართლება იმ საქმეებისთვის, რომლებიც ჩაიდინე ამქვეყნად? იქნებოდა ეს შემთხვევითობით, შეცდომით ან უმეცრობით". და იტყვის ეს კაცი: არა, ო ღმერთო არ მაქვს გასასამართლებელი მიზეზი. დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ეტყვის: პირიქით, ჭეშმარიტად შენ გაქვს ჩვენთან სიკეთე, და დღეს შენ არ მოგექცევიან უსამართლოდ. უთხრა: ამოიღებენ ფურცელს, რომელშიც წერია: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი ალლაჰის მონა და მოციქულია. ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი ეტყვის ამ ადამიანს: «დაესწარი შენი საქმეების აწონვას!» კაცი გაოცებული იტყვის: "ო, ღმერთო! რა წონა ექნება ამ ფურცელს ამ წიგნებთან შედარებით?!" დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ეტყვის: "არანაირ უსამართლობის ქვეშ არ მოჰყვები". თქვა: რომ წიგნები სასწორის ერთმხარეს დადებენ, ხოლო ფურცელს მეორე მხარეს; წიგნებით სავსე სასწორი დამსუბუქდება, ხოლო სასწორი რომელ მხარესაც ფურცელი დევს დამძიმდება და გადაწონის წიგნებს. ამით ალლაჰი აპატიებს მას.