عَنْ أَنَسٍ رضي الله عنه قَالَ:
كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يُكْثِرُ أَنْ يَقُولَ: «يَا مُقَلِّبَ القُلُوبِ ثَبِّتْ قَلْبِي عَلَى دِينِكَ»، فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللهِ، آمَنَّا بِكَ وَبِمَا جِئْتَ بِهِ فَهَلْ تَخَافُ عَلَيْنَا؟ قَالَ: «نَعَمْ، إِنَّ القُلُوبَ بَيْنَ أُصْبُعَيْنِ مِنْ أَصَابِعِ اللهِ يُقَلِّبُهَا كَيْفَ يَشَاءُ».
[صحيح] - [رواه الترمذي وأحمد] - [سنن الترمذي: 2140]
المزيــد ...
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე» მე ვუთხარი: "ო, ალლაჰის შუამავალო ჩვენ გიწამეთ და მივიღეთ ის, რითიც მოხვედი. მაინც გვეშინოდეს?" მან უპასუხა: «დიახ, რადგან გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა] - [სუნან ალ-თირმიზი - 2140]
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირი ვედრება იყო ალლაჰისგან რწმენასა და მორჩილებაში სიმტკიცის თხოვნა, ასევე ცდომილებისა და გზააბნეულობისგან დაცვა, ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაოცდა იმაზე, თუ რატომ იმეორებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასე ხშირად ამ დუას. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუხსნა, რომ გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს, გული არის რწმენისა და ურწმუნოების ადგილი, და მას გული ეწოდა მისი ხშირი ცვლილებების გამო; ის ყირავდება უფრო სწრაფად, ვიდრე მდუღარე ქვაბი. და ალლაჰი განამტკიცებს მას, ვისაც სურს, რწმენაში და სწორ გზაზე აყენებს მის გულს. ასევე, ის აცილებს იმ ხალხის გულს სწორი გზიდან, ვისი გულის აცილებაც მას სურს, რათა მათ გადაუხვიონ და შეცდომაში ჩავარდნენ.