შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე
ღმერთო ჩემო, მაპატიე ჩემი ცოდვა და ჩემი უმეცრება, ჩემი უზომობა/ზღვარს გადასვლა ჩემს ყველა საქმეში და ის, რაც შენ ჩემზე უკეთ იცი! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც შეცდომით გავაკეთე, რაც განზრახ ჩავიდინე, ჩემი უმეცრება და ის, რაც ხუმრობით გავაკეთე, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის დამახასიათებელია! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც ადრე ჩავიდინე და რაც ჯერ არ ჩამიდენია, ის, რაც ფარულად გავაკეთე და რაც აშკარად გავაკეთე! შენ ხარ ის, ვინც წინ წევს და შენ ხარ ის, ვინც უკან წევს, და შენ ყოვლისშემძლე ხარ!
ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან ყოველგვარ სიკეთეს — როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში, იმას, რაც ჩემთვის ცნობილია, და იმას, რაც ჩემთვის უცნობია
ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან
ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ხშირად გამოყენებული ვედრება იყო: "ო, ალლაჰ, ჩვენო უფალო! მოგვმადლე ამქვეყნად სიკეთე, საიქიოში სიკეთე და დაგვიცავი ცეცხლის სატანჯველისგან». /ალლაჰუმმა რაბბანაა აათინაა ფიი დუნიაა ჰასანათან ვა ფილ აახირათი ჰასანათან ვა ყინაა 'აზააბა ნნაარ/
თქვი: "ღმეთო ჩემო, მიმიძღვე და გამასწორე (ან წარმართე ჩემი საქმეები სწორ გზაზე)". გახსოვდეს, რომ გზის ჩვენება არის სწორი გზის პოვნა, ხოლო სისწორე ჰგავს ისრის სიზუსტესა და მიზანში მოხვედრას
თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ
ო, ალლაჰ, შენ შეგევედრები, რომ დამიფარო ცუდი ზნე-ჩვეულებებისგან, უსამართლო ქმედებებისგან და ვნებებისგან
ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უძლურობის, სიზარმაცის, მხდალობის, სიძუნწის, სიბერის (გონების დასუსტების) და საფლავის სასჯელისგან, ო, ალლაჰ! მოანიჭე ჩემს სულს ღვთისმოშიშება და განწმინდე იგი, რადგან შენ ხარ საუკეთესო, ვინც განწმენდს. შენ ხარ მისი მფარველი და მეუფე, ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს, გულიდან, რომელსაც არ ეშინია, სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება, და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება
თქვი: ღმერთო ჩემო, მაკმარე შენი ნებადართული და შორს მამყოფე აკრძალულისგან, მომეცი სარჩო შენი წყალობით და ნუ დამტოვებ ნურავის იმედად შენს გარდა
ღმერთო, მე შენს წინაშე დავმორჩილდი, შენში ვირწმუნე, შენ მოგენდე, შენსკენ მოვემართე, შენთვის ვმტრობ. ღმერთო, მე თავშესაფარს ვეძებ შენს დიდებაში, არ არსებობს ღმერთი გარდა შენი, რომ არ ჩამაგდო გზააბნევაში, შენ ხარ მარად ცოცხალი, რომელიც არასდროს კვდება, ხოლო ჯინებიც და ადამიანებიც კვდებიან
ჭეშმარიტად, ადამის შვილების გულები მოწყალის (არ-რაჰმანის) თითებიდან ორ თითს შორის არის, როგორც ერთი გული, და ის მათ აბრუნებს, როგორც ინებებს