+ -

عَنْ زَيْدِ بْنِ أَرْقَمَ رَضيَ اللهُ عنه قَالَ: لَا أَقُولُ لَكُمْ إِلَّا كَمَا كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ: كَانَ يَقُولُ:
«اللهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنَ الْعَجْزِ وَالْكَسَلِ وَالْجُبْنِ وَالْبُخْلِ وَالْهَرَمِ وَعَذَابِ الْقَبْرِ، اللهُمَّ آتِ نَفْسِي تَقْوَاهَا، وَزَكِّهَا أَنْتَ خَيْرُ مَنْ زَكَّاهَا، أَنْتَ وَلِيُّهَا وَمَوْلَاهَا، اللهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ عِلْمٍ لَا يَنْفَعُ، وَمِنْ قَلْبٍ لَا يَخْشَعُ، وَمِنْ نَفْسٍ لَا تَشْبَعُ، وَمِنْ دَعْوَةٍ لَا يُسْتَجَابُ لَهَا».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 2722]
المزيــد ...

გადმოცემულია ზაიდ იბნ არყამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე არ გეტყვით სხვა არაფერს, გარდა იმისა, რასაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უძლურობის, სიზარმაცის, მხდალობის, სიძუნწის, სიბერის (გონების დასუსტების) და საფლავის სასჯელისგან, ო, ალლაჰ! მოანიჭე ჩემს სულს ღვთისმოშიშება და განწმინდე იგი, რადგან შენ ხარ საუკეთესო, ვინც განწმენდს. შენ ხარ მისი მფარველი და მეუფე, ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს, გულიდან, რომელსაც არ ეშინია, სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება, და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 2722]

განმარტება

ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვერდებიდან: «ო, ალლაჰო! შენგან თავშესაფარს ვეძებ და შენ შეგეფარები» «უძლურობისგან» ანუ იმისგან, რომ ადამიანს არ შეეძლოს სასარგებლო გამოსავლის პოვნა. «სიზარმაცისგან», ანუ იმისგან, რომ ადამიანს არ ჰქონდეს მოქმედების სურვილი, რადგან უძლური ადამიანი ვერ ახერხებს გამოსავლის მოძებნას, ხოლო ზარმაცი – საერთოდ არ ცდილობს, «მხდალობისგან», ანუ იმისგან, რომ ადამიანმა თავი შეიკავოს იმ საქმის შესრულებისგან, რაც აუცილებელია, «სიძუნწისგან“» ანუ იმისგან, რომ ადამიანმა არ გასცეს ის, რაც გასაცემი აქვს, «მოხუცებულობისგან» ანუ ასაკისგან, რომელიც სხეულის სისუსტეს იწვევს, «და საფლავის სასჯელისგან», და იმ მიზეზებისგან, რომლებიც მას იწვევს. "ო, ალლაჰ! მიეცი ჩემს სულს“ და გაუწიე გზამკვლეობა „მიეცი ღვთისმოშიშება“, რათა აღასრულოს მორჩილება და თავი შეიკავოს ცოდვისგან, „და განწმინდე იგი“ და გაასუფთავე იგი ბილწიერებისგან და უღირსი ზნეობისგან, „შენ საუკეთესო ხარ, ვინც განწმენდს მას“ და არავინ შეუძლია მისი სრულყოფილი განწმენდა შენს გარდა, „შენ ხარ მისი მფარველი“, დამხმარე და მოვლინებული მისი საქმეზე ზრუნვისთვის, „და მისი მეუფე“, ანუ მისი საქმეების განმგებელი, მისი უფალი, მისი მფლობელი და ის, ვინც მას წყალობას ანიჭებს. „ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უსარგებლო ცოდნისგან“, როგორიცაა ვარსკვლავთმცოდნეობა, მკითხაობა და ჯადოსნობა, ან ისეთი ცოდნა, რომელიც აახირეთში სარგებელს არ მოუტანს, ან ცოდნა, რომელსაც არ მიჰყვებიან და არ იყენებენ, „და გულიდან, რომელიც არ მოიხრის“ შენ წინაშე, არ ემორჩილება, არ მშვიდდება და არ ნუგეშდება შენი მოხსენიებით, „და სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება“ და არ არის მადლიერი იმით, რაც ალლაჰმა მას მისცა და რაც მას ჰალალით უბოძა, „და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება“, ანუ დუადან, რომელიც უარყოფილია და რომელსაც პასუხი არ გაეცემა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ამ ჰადისში ნახსენები საქმეებისგან თავშესაფრის ძიების სასურველობა.
  2. ღვთისმოშიშებისკენ მოწოდება, ცოდნის გავრცელება და მისი პრაქტიკაში გამოყენება.
  3. სასარგებლო ცოდნა ისაა, რომელიც ადამიანს ალლაჰის მორჩილებისკენ წარმართავს და მის გულში ღვთისმოშიშებას აძლიერებს.
  4. მოშიში გული – ისაა, რომელიც ალლაჰის ხსენებაზე შიშობს, იძაბება, შემდეგ კი რბილდება და მშვიდდება.
  5. ამქვეყნიური ცხოვრებისადმი სიხარბისა და მისი ვნებების მიმართ დაუკმაყოფილებლობის დაგმობა, ამიტომ სულის გაუმაძღრობა და ამქვეყნიური სიკეთეებისკენ გადაჭარბებული სწრაფვა ადამიანის ყველაზე დიდი მტერია, და ამიტომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშესაფარი ეძება ამისგან.
  6. მონას მართებს, დაშორდეს იმ მიზეზებს, რომლებიც ვედრების უარყოფასა და მის არ მიღებას იწვევს.
  7. ან-ნავავიმ თქვა: «ეს ჰადისი და სხვა მოსახმობი ვედრებები მოწმობს იმაზე, რაც ისლამის სწავლულებმა თქვეს: რომ ვედრებაში გაწბილებული მოხმობა დამგმობელია, რადგან ის ართმევს მორჩილებას და გულწრფელობას, ასევე გონებას ფანტავს ალლაჰისადმი ვედრებაზე, სიღატაკისა და გულწრფელი დამორჩილების გამოხატვაზე, რაც შეეხება იმას, რაც მიიღწევა ძალდაუტანებლად და ზედმეტი ფიქრის გარეშე, ბუნებრივი ენითა და სრულყოფილი გამოთქმით, ან რაც დაცულია (ჰადისებში), მასში პრობლემა არ არის, პირიქით, ის კარგია».
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული სვაჰილური ასამური რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი