+ -

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المُؤْمِنينَ رضي الله عنها أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَلَّمَهَا هَذَا الدُّعَاءَ:
«اللَّهُمَّ إِنِّي أَسْأَلُكَ مِنْ الْخَيْرِ كُلِّهِ، عَاجِلِهِ وَآجِلِهِ، مَا عَلِمْتُ مِنْهُ وَمَا لَمْ أَعْلَمْ، وَأَعُوذُ بِكَ مِنْ الشَّرِّ كُلِّهِ، عَاجِلِهِ وَآجِلِهِ، مَا عَلِمْتُ مِنْهُ وَمَا لَمْ أَعْلَمْ، اللَّهُمَّ إِنِّي أَسْأَلُكَ مِنْ خَيْرِ مَا سَأَلَكَ عَبْدُكَ وَنَبِيُّكَ، وَأَعُوذُ بِكَ مِنْ شَرِّ مَا عَاذَ بِهِ عَبْدُكَ وَنَبِيُّكَ، اللَّهُمَّ إِنِّي أَسْأَلُكَ الْجَنَّةَ، وَمَا قَرَّبَ إِلَيْهَا مِنْ قَوْلٍ أَوْ عَمَلٍ، وَأَعُوذُ بِكَ مِنْ النَّارِ، وَمَا قَرَّبَ إِلَيْهَا مِنْ قَوْلٍ أَوْ عَمَلٍ، وَأَسْأَلُكَ أَنْ تَجْعَلَ كُلَّ قَضَاءٍ قَضَيْتَهُ لِي خَيْرًا».

[صحيح] - [رواه ابن ماجه وأحمد] - [سنن ابن ماجه: 3846]
المزيــد ...

აიშასგან, მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), გადმოცემულია, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლა მას შემდეგი ვედრება:
«ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან ყოველგვარ სიკეთეს — როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში, იმას, რაც ჩემთვის ცნობილია, და იმას, რაც ჩემთვის უცნობია. შენ შეგეფარები ყოველგვარი ბოროტებისგან — როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში, იმისგან, რაც ჩემთვის ცნობილია, და იმისგან, რაც ჩემთვის უცნობია. ო, ალლაჰ, გთხოვ შენგან იმ სიკეთეს, რასაც შენგან ითხოვდა შენი მონა და მოციქული, და შეგეფარები იმ ბოროტებისგან, რისგანაც შენს დაცვას ითხოვდა შენი მონა და მოციქული. ო, ალლაჰ, გთხოვ სამოთხეს და ყველაფერს, რაც მასთან მიახლოებას ხელს უწყობს — სიტყვებითა და საქმეებით, დაშენ შეგეფარები ცეცხლისგან და ყველაფრისგან, რაც მასთან მიახლოებას ხელს უწყობს — სიტყვებითა და საქმეებით. და გთხოვ, რომ შენი ყოველი განგება ჩემთვის სიკეთედ აქციო».

[სანდო (საჰიჰ)] - - [სუნან იბნ მააჯაჰ - 3846]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლა აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ყოვლისმომცველი ვედრება, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად თხოვნას:
პირველი: საერთო ვედრება ყოველი სიკეთისთვის: (ალლაჰო, მე შენ გთხოვ ყოველ სიკეთეს), და მისი მთლიანობა, ახლო დროში მოსახდენი, და შორეული ის, რაც ვიცი, რაც შენ მიმასწავლე, და ის, რაც მე არ ვიცი, მაგრამ შენთვის ცნობილია, ყოვლადწმინდა ხარ, ამაში ნდობა გადადის ალლაჰზე, რომელიც ყოვლისმცოდნეა, ბრძენია და კეთილია; ის, თავად ირჩევს მორწმუნისთვის საუკეთესოს და ღირსეულს, და "შენ შეგეფარები ყოველი ბოროტებისგან" - ახლო თუ შორეული იმ ბოროტებისგან, რომელიც ვიცი და რომელიც არ ვიცი.
მეორე ვედრება: ეს არის მორწმუნის დაცვა, რათა არ გადააჭარბოს ლოცვაში. "ო ალლაჰ, მე შენ გთხოვ და შენ მოგმართავ იმ სიკეთიდან, რაც შენს მონას და მოციქულს უთხოვია. და შენ შეგეფარები იმ ბოროტებისგან, რისგანაც შენს მონასა და მოციქულს თავი შეუფარავს". ეს ვედრება და თხოვნაა ალლაჰისთვის, რომ მან მლოცველს მისცეს ის, რაც მოციქულმა ითხოვა თავისი თავისთვის, კონკრეტული თხოვნების ჩამოთვლის გარეშე, რასაც თავად მოციქული ვედრებებში ითხოვდა.
მესამე ვედრება: სამოთხეში შესვლის თხოვნა და ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა — ეს არის ყოველი მუსლიმის მიზანი და მისი მოქმედების საბოლოო მიზანი, "ო ალლაჰ, მე შენ გთხოვ სამოთხეს და მის მოპოვებას, ყველა სიტყვასა თუ ქმედებას, რაც მასთან მიახლოებას უწყობს ხელს და შენი სათნოების გამომხატველია, და შენთან ვეძებ თავშესაფარს ჯოჯოხეთისგან, რადგან ცუდი საქმეებისგან დაცვა მხოლოდ შენი სიკეთით არის შესაძლებელი, ყველა იმ ცოდვისგან, რაც მასთან მიახლოებას იწვევს და შენს რისხვას განაპირობებს".
მეოთხე ვედრება: ლოცვა ალლაჰის განგებით კმაყოფილების შესახებ: "და გთხოვ, რომ ყველა ბედისწერა, რაც ჩემთვის დაადგინე, სიკეთედ მიქციო", ეს ვედრება გამოხატავს თხოვნას, რომ ალლაჰის ყოველი განგება და გადაწყვეტილება მმვედრებელისთვის სიკეთე იყოს. იგი ასევე არის ვედრება ალლაჰის განგებით კმაყოფილების მისაღწევად.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. კაცის ვალდებულებაა ასწავლოს თავის ოჯახს ის, რაც მათთვის სასარგებლოა როგორც რელიგიის, ასევე ამქვეყნიურ საქმეებში, ისევე როგორც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლა აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
  2. მუსლიმისთვის უმჯობესია, დაიმახსოვროს ვედრებები, რომლებიც მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეკუთვნის, რადგან ისინი ყოვლისმომცველი ვედრებაა.
  3. სწავლულების თქმით, ეს ჰადისი არის ყველაზე სრულყოფილი ვედრება სიკეთის თხოვნაში და ბოროტებისგან თავშესაფრის ძიებაში. ეს იმ მოკლე, მაგრამ ღრმა აზროვნების მქონე სიტყვების მაგალითია, რომლითაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო დაჯილდოვებული.
  4. სამოთხეში შესვლის მიზეზები, ალლაჰის წყალობის შემდეგ, არის კეთილი საქმეები და სიტყვები.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური სვაჰილური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური რომაული ორომო
თარგმნების ჩვენება
მეტი