عَنِ أَبِي مُوسَى رضي الله عنه، عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَنَّهُ كَانَ يَدْعُو بِهَذَا الدُّعَاءِ:
«رَبِّ اغْفِرْ لِي خَطِيئَتِي وَجَهْلِي، وَإِسْرَافِي فِي أَمْرِي كُلِّهِ، وَمَا أَنْتَ أَعْلَمُ بِهِ مِنِّي، اللَّهُمَّ اغْفِرْ لِي خَطَايَايَ، وَعَمْدِي وَجَهْلِي وَهَزْلِي، وَكُلُّ ذَلِكَ عِنْدِي، اللَّهُمَّ اغْفِرْ لِي مَا قَدَّمْتُ وَمَا أَخَّرْتُ، وَمَا أَسْرَرْتُ وَمَا أَعْلَنْتُ، أَنْتَ المُقَدِّمُ وَأَنْتَ المُؤَخِّرُ، وَأَنْتَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 6398]
المزيــد ...
გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ მოციქული (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) წარმოთქვამდა ამ დუას:
«ღმერთო ჩემო, მაპატიე ჩემი ცოდვა და ჩემი უმეცრება, ჩემი უზომობა/ზღვარს გადასვლა ჩემს ყველა საქმეში და ის, რაც შენ ჩემზე უკეთ იცი! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც შეცდომით გავაკეთე, რაც განზრახ ჩავიდინე, ჩემი უმეცრება და ის, რაც ხუმრობით გავაკეთე, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის დამახასიათებელია! ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც ადრე ჩავიდინე და რაც ჯერ არ ჩამიდენია, ის, რაც ფარულად გავაკეთე და რაც აშკარად გავაკეთე! შენ ხარ ის, ვინც წინ წევს და შენ ხარ ის, ვინც უკან წევს, და შენ ყოვლისშემძლე ხარ!»
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6398]
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი დუა იყო მისი სიტყვები:
„ჩემო ღმერთო, მაპატიე ჩემი შეცდომები,“ „ჩემი ცოდვები“ „და ჩემი უმეცრება,“ და ის, რაც უმეცრობით ჩავიდინე.
„გადაჭარბება ჩემს ყველა საქმეში“ — ეს არის ჩემი ნაკლი და დაშვებული ზღვარის გადაჭარბება.
„და ის, რაც შენ ჩემზე უკეთ იცი!“ — ანუ, ო, ალლაჰ, ის, რაც შენთვის ცნობილია, მაგრამ მე ის დამავიწყდა.
„ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც შეცდომით ჩავიდინე, და ის, რაც განზრახ გავაკეთე“ — ანუ, ის ცოდვები, რომლებიც გავაკეთე შეგნებულად და მათი ცოდვილობის ცოდნით.
„(რაც გავაკეთე) ხუმრობით და სერიოზულად“ — ანუ, რაც ხუმრობით ვთქვი და რაც ორივე მდგომარეობაში, ხუმრობით თუ სერიოზულად, გამომდინარეობდა ჩემგან.
„რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის დამახასიათებელია“ — ანუ ეს მოიცავს ყველა ნახსენებ ცოდვასა და ნაკლოვანებას, რომელსაც ვჩადივარ.
„ო, ალლაჰ, მაპატიე ის, რაც ადრე ჩავიდინე“ — რაც წარსულში ჩავიდინე, „და ის, რაც ჯერ არ ჩამიდენია“ — რაც მომავალში შეიძლება ჩავიდინო.
„და ის, რაც ფარულად გავაკეთე“ — ანუ ის, რაც დავმალე, „და ის, რაც აშკარად გავაკეთე“ — რაც ღიად ჩავიდინე.
„შენ ხარ ის, ვინც წინ წევს, და შენ ხარ ის, ვინც უკან წევს“ — შენ წინ წევ შენი ქმნილებებიდან იმათ, ვისაც ინებებ, აძლევ მათ შენს წყალობას და წარმატებას შენთვის სასურველ საქმეებში, და უკან წევ იმათ, ვისაც ინებებ, აკლებ მათ ამ ყველაფერს. არავინ შეძლებს მოაახლოოს ის, ვინც შენ დააშორე, და არავინ შეძლებს დააშოროს ის, ვინც შენ მოაახლოე (არაფერში).
„და შენ ყოვლისშემძლე ხარ!“ — შენ ფლობ სრულყოფილ ძალაუფლებას და სრულ ნებას, სრულყოფილად აღასრულებ ყველაფერს, რასაც ინებებ.