عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: إِنَّ رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم قَالَ:
«إِذَا شَرِبَ الْكَلْبُ فِي إِنَاءِ أَحَدِكُمْ فَلْيَغْسِلْهُ سَبْعًا». ولمسلم: « أولاهُنَّ بالتُراب».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ». მუსლიმის ვერსიაში: «პირველად მიწით უნდა გაიწმინდოს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 172

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა ჭურჭლის შვიდჯერ გარეცხვა, თუ ძაღლი ჩაყოფს მასში ენას. პირველი გარეცხვა უნდა მოხდეს მიწის გამოყენებით, რასაც შემდეგ მოჰყვება წყლით რეცხვა, რათა სრულად განიწმინდოს ჭურჭელი მისი უწმინდურობისა და ზიანისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ძაღლის ნერწყვი მიჩნეულია მძიმე უწმინდურობად.
  2. როდესაც ძაღლი ეხება ჭურჭელს ენით, ეს ჭურჭელს უწმინდურს ხდის და მასში არსებული წყალიც უწმინდური ხდება.
  3. მიწით გასუფთავება და შვიდჯერ გამორეცხვა აუცილებელია კონკრეტულად ძაღლის ნერწყვისგან განწმენდისთვის და არა შარდის, განავლის ან სხვა უწმინდურობისგან, რაც ძაღლისგან შეიძლება წარმოიშვას.
  4. ჭურჭლის მიწით გასაწმენდად საჭიროა: ჭურჭელში ჩაასხათ წყალი, დაუმატოთ მიწა და შემდეგ ამ ნარევით გარეცხოთ ჭურჭელი.
  5. ჰადისიდან შეიძლება გავიგოთ, რომ ეს დადგენილება ვრცელდება ყველა ძაღლზე, მათ შორის იმ ძაღლებზე, რომელთა ყოლას შარიათი ნებას რთავს, მაგალითად, მონადირე, მცველი და მწყემს ძაღლებზე.
  6. საპონი და სხვა საწმენდი საშუალებები ვერ ცვლიან მიწას, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კონკრეტულად მიწა მოიხსენია.

თარგმნების ჩვენება

53 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية