ჰადისების სია

სისუფთავე არის რწმენის ნახევარი, ალლაჰის ქება დიდება (ალჰამდუ ლილლაჰ) ავსებს სასწორს, სიტყვები ქება ალლაჰს (სუბჰანალლაჰ) და დიდება ალლაჰს (ალჰდამდულილლაჰ) ავსებენ სივრცეს ცასა და დედამიწას შორის
عربي الإنجليزية الأوردية
ფიტრა (ბუნებრიობა) მოიცავს ხუთ რამეს: წინდაცვეთა, ბოქვენის გაპარსვა, ულვაშების დამოკლება, ფრჩხილების დაჭრა და იღლიებიდან თმების მოგლეჯა
عربي الإنجليزية الأوردية
დაიმოკლეთ ულვაშები და დაიგრძელეთ წვერი
عربي الإنجليزية الأوردية
ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას მისი წინა ცოდვები მიეტევება
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (ვუდუს)
عربي الإنجليزية الأوردية
სივაქი პირის სისუფთავე და ალლაჰის კმაყოფილების მიზეზია
عربي الإنجليزية الأوردية
ვინც საუკეთესო ფორმით აიღებს აბდესს, მისი ცოდვები დატოვებს მის სხეულს, ისინი გამოვა მისი ფრჩხილების ძირებიდანაც კი
عربي الإنجليزية الأوردية
„სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს
عربي الإنجليزية الأوردية
ვაი ქუსლებს ცეცხლისგან სრულყოფილად შეასრულეთ მცირე განბანვა!
عربي الإنجليزية الأوردية
შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი
عربي الإنجليزية الأوردية
ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა
عربي الإنجليزية الأوردية
როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირში და შემდეგ ამოისუნთქოს ის, ხოლო თუ ასრულებს გაწმენდას ქვებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა
عربي الإنجليزية الأوردية
როცა თქვენ მიდიხართ საპირფარეშოში, არ მოტრიალდეთ ყიბლას (მექქას მიმართულებით) წინ და არც ზურგით, არამედ მოტრიალდით აღმოსავლეთით ან დასავლეთით
عربي الإنجليزية الأوردية
თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში
عربي الإنجليزية الأوردية
თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ
عربي الإنجليزية الأوردية
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი
عربي الإنجليزية الأوردية
ჯუნუბობისგან განბანვის ფორმა
عربي الإنجليزية الأوردية
როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს
عربي الإنجليزية الأوردية
მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ხშირად ჰქონდა წინათესლის (ალ-მაზი) გამოყოფა, თუმცა მრცხვენოდა ამის შესახებ ალლაჰის მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეკითხა, რადგან მისი ქალიშვილის ქმარი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადს, რომ ეკითხა მისთვის ამის შესახებ. მან ჰკითხა მოციქულს, და მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მან უნდა დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი
عربي الإنجليزية الأوردية
შემდეგ აიღო აბდესი მათ წინაშე ისე, როგორც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკეთებდა ამას
عربي الإنجليزية الأوردية
შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე
عربي الإنجليزية الأوردية
ვკითხე აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «რითი იწყებდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც სახლში შედიოდა? აიშამ უპასუხა: სივაქით
عربي الإنجليزية الأوردية
როდესაც რომელიმე თქვენგანი იძინებს, ეშმაკი თქვენგანის ერთ ერთის თავის კეფაში სამ კვანძს ადებს. ყოველ კვანძზე დაარტყამს და ამბობს: "ღამე გრძელი გაქვს, იძინე მშვიდად
عربي الإنجليزية الأوردية
ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს
عربي الإنجليزية الأوردية
ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)
عربي الإنجليزية الأوردية
მისი წყალი სუფთაა, ხოლო მისი მკვდარი (ზღვის ბინადარი) — ნებადართულია
عربي الإنجليزية الأوردية
თუ წყლის მოცულობა აღწევს ორ ყულას (დიდ ჭურჭელს), ის არ ბინძურდება
عربي الإنجليزية الأوردية
როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს
عربي الإنجليزية الأوردية
რომ ერთმა კაცმა აიღო აბდესი, მაგრამ ფეხის თითზე ფრჩხილის ზომის ადგილი დარჩა მშრალი. ეს მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა და უთხრა: «დაბრუნდი და სრულყოფილად აიღე აბდესი». კაცი დაბრუნდა, სრულყოფილად აიღო აბდესი და შემდეგ ლოცვა შეასრულა
عربي الإنجليزية الأوردية
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულ განბანვას ასრულებდა ერთი სა'იდან ხუთამდე მუდდის წყლის გამოყენებით, ხოლო მცირე განბანვას ასრულებდა ერთი მუდდის წყლით
عربي الإنجليزية الأوردية
რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ ლოცვას შეასრულებს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება
عربي الإنجليزية الأوردية
როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში
عربي الإنجليزية الأوردية
მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით მუქ და ყვითელ გამონადენებს
عربي الإنجليزية الأوردية
მოიცადე იმდენი ხანი, რამდენ ხანსაც შენ მენსტრუაცია გიგრძელდებოდა, შემდეგ დაიბანე
عربي الإنجليزية الأوردية
მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის წინ პატარა განბანვას აკეთებდა
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვას აკეთებდა სხეულის თითოეული ნაწილის ერთხელ დაბანით
عربي الإنجليزية الأوردية
რომ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვა შეუსრულებია, სხეულის ნაწილების ორ-ორჯერ განბანვით
عربي الإنجليزية الأوردية
თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს
عربي الإنجليزية الأوردية
ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც
عربي الإنجليزية الأوردية
მოვედი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ისლამი მივიღო, და მან მიბრძანა, რომ განბანვა გამეკეთებინა წყლით და სიდრის ფოთლებით
عربي الإنجليزية الأوردية
ჩვენთვის დადგენილი იქნა საზღვარი: ულვაშების შეჭრა, ფრჩხილების მოჭრა, იღლიების თმის ამოღება და ბოქვენის მიდამოს გაპარსვა არანეკლებ ორმოც დღეში ერთხელ
عربي الإنجليزية الإندونيسية
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა
عربي الإنجليزية الأوردية
ერთხელ ვიყავით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის მივიდა ერთ ადგილას, სადაც ხალხი ნაგავს ყრიდა, და მან მოშარდა ფეხზე მდგომმა
عربي الإنجليزية الأوردية
სუბჰანალლაჰ! მორწმუნე არ ბინძურდება
عربي الإنجليزية الأوردية
აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა
عربي الإنجليزية الأوردية
ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ბავშვი თავისთან კალთაში დასვა, ბავშვმა მის ტანსაცმელზე მოშარდა, შუამავალმა წყალი მოატანინა და ტანსაცმელს გადაასხა, არ გაურეცხავს ის
عربي الإنجليزية الأوردية
ის გვიბრძანებდა, როცა ვიყავით გზაში ან მოგზაურობაში, არ გაგვეხადა წინდები სამი დღე და ღამე, გარდა ჯუნუბობისგან (სქესობრივი კავშირის შემდეგ). მაგრამ ფეკალიის, შარდისა და ძილის შემდეგ
عربي الإنجليزية الأوردية
აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ გაწმენდისთვის გამხმარი ნაკელის ან ძვლების გამოყენება
عربي الإنجليزية الأوردية
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც საპირფარეშოდან გამოდიოდა, ამბობდა: «ღუფრაანაქა» /ღმერთო მომიტევე/
عربي الإنجليزية الأوردية
არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ გვაკითხებდა ყურანს ყველა მდგომარეობაში, გარდა დიდი განბანვის საჭიროების დროს (ჯუნუბობის დროს)
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰიოს ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი სა' წყლით დიდ განბანვას აკეთებდა (ბანაობდა) და ერთი "მუდდით" პატარა განბანვას აკეთებდა
عربي الإنجليزية الأوردية
დავინახე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოშარდა, შემდეგ აიღო აბდესი და მასჰი გაიკეთა ფეხსაცმელებზე
عربي الإنجليزية الأوردية
როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა
عربي الإنجليزية الأوردية