ჰადისების სია 8

როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირში და შემდეგ ამოისუნთქოს ის, ხოლო თუ ასრულებს გაწმენდას ქვებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით
როცა თქვენ მიდიხართ საპირფარეშოში, არ მოტრიალდეთ ყიბლას (მექქას მიმართულებით) წინ და არც ზურგით, არამედ მოტრიალდით აღმოსავლეთით ან დასავლეთით
თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ გაწმენდისთვის გამხმარი ნაკელის ან ძვლების გამოყენება
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც საპირფარეშოდან გამოდიოდა, ამბობდა: «ღუფრაანაქა» /ღმერთო მომიტევე/
არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით