+ -

عَنْ أَبِي أَيُّوبَ الأَنْصَارِيِّ رضي الله عنه أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِذَا أَتَيْتُمُ الغَائِطَ فَلاَ تَسْتَقْبِلُوا القِبْلَةَ، وَلاَ تَسْتَدْبِرُوهَا وَلَكِنْ شَرِّقُوا أَوْ غَرِّبُوا» قَالَ أَبُو أَيُّوبَ: فَقَدِمْنَا الشَّأْمَ فَوَجَدْنَا مَرَاحِيضَ بُنِيَتْ قِبَلَ القِبْلَةِ فَنَنْحَرِفُ، وَنَسْتَغْفِرُ اللَّهَ تَعَالَى.

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 394]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როცა თქვენ მიდიხართ საპირფარეშოში, არ მოტრიალდეთ ყიბლას (მექქას მიმართულებით) წინ და არც ზურგით, არამედ მოტრიალდით აღმოსავლეთით ან დასავლეთით». აბუ აიუბმა თქვა: "შამში ჩასვლისას ვიპოვეთ საპირფარეშოები, რომლებიც ყიბლას მიმართულებით იყო აშენებული, ამიტომ ჩვენ ცოტას ვიბრუნებდით მიმართულებას და ვთხოვდით უზენაეს ალლაჰს პატიებას".

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 394]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა მათთვის, ვისაც სურს შარდვის ან სხვა ბუნებრივი მოთხოვნილების შესრულება, ყიბლას (ქააბას მიმართულებით) წინ დადგომა ან ზურგის მოქცევა მისკენ. ამის ნაცვლად, აუცილებელია მიმართულების შეცვლა აღმოსავლეთის ან დასავლეთისკენ, იმ შემთხვევაში, თუ მათი ყიბლა იგივეა, რაც მედინელთა ყიბლა. შემდეგ აბუ აიუბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა, რომ როდესაც შამში ჩავიდნენ, მათ ნახეს, რომ საპირფარეშოები, რომლებიც განკუთვნილი იყო ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აშენებული იყო ყიბლას მიმართულებით. ამიტომ, ისინი გადაიხრებოდნენ თავიანთი სხეულებით ყიბლასგან და ამავდროულად უზენაეს ალლაჰს პატიებას სთხოვდნენ.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული الموري მალაიური ორომო კანადური
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სიბრძნე მდგომარეობს ყიბლას (ქააბას) დიდებაში და მისადმი პატივისცემის გამოხატვაში.
  2. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ადგილის დატოვების შემდეგ პატიების თხოვნა.
  3. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწავლების შესანიშნაობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მან მიუთითა აკრძალულზე, ამავე დროს განუმარტა ნებადართულობა.
მეტი