როცა თქვენ მიდიხართ საპირფარეშოში, არ მოტრიალდეთ ყიბლას (მექქას მიმართულებით) წინ და არც ზურგით, არამედ მოტრიალდით აღმოსავლეთით ან დასავლეთით
მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ხშირად ჰქონდა წინათესლის (ალ-მაზი) გამოყოფა, თუმცა მრცხვენოდა ამის შესახებ ალლაჰის მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეკითხა, რადგან მისი ქალიშვილის ქმარი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადს, რომ ეკითხა მისთვის ამის შესახებ. მან ჰკითხა მოციქულს, და მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მან უნდა დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა
ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ბავშვი თავისთან კალთაში დასვა, ბავშვმა მის ტანსაცმელზე მოშარდა, შუამავალმა წყალი მოატანინა და ტანსაცმელს გადაასხა, არ გაურეცხავს ის