+ -

عَنْ أُمِّ قَيْسٍ بِنْتِ مِحْصَنٍ رَضيَ اللهُ عنها:
أَنَّهَا أَتَتْ بِابْنٍ لَهَا صَغِيرٍ لَمْ يَأْكُلِ الطَّعَامَ إِلَى رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَأَجْلَسَهُ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِي حَجْرِهِ، فَبَالَ عَلَى ثَوْبِهِ، فَدَعَا بِمَاءٍ، فَنَضَحَهُ وَلَمْ يَغْسِلْهُ.

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 223]
المزيــد ...

გადმოცემულია უმმ ყაის ბინთ მიჰსანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ბავშვი თავისთან კალთაში დასვა, ბავშვმა მის ტანსაცმელზე მოშარდა, შუამავალმა წყალი მოატანინა და ტანსაცმელს გადაასხა, არ გაურეცხავს ის.

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 223]

განმარტება

უმმ ყაის ბინთ მიჰსანი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ისეთი პატარა იყო, რომ ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კალთაში ჩაისვა, ბავშვმა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტანსაცმელზე მოშარდა, მან მოითხოვა წყალი და გადაასხა ტანსაცმელზე, მას ის არ გაურეცხავს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ძვირფასი ზნეობა და ძალიან დიდი თავმდაბლობა.
  2. მოსაწონია ბავშვეთან თბილი ურთიერთობა, თავმდაბლობა და ლმობიერება, ასევე უფროსების გულების მოგება, იმით რომ მათი ბავშვების მიმართ იყვნენ კეთილგანწყობილნი და ჩაისვან ისინი კალთაში და ასე შემდეგ.
  3. ბავშვის შარდის სიბინძურე, თუნდაც ის ჯერ არ ჭამდეს საჭმელს.
  4. შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქმედებას ეწოდება 'ნადჰ' და ეს არის კერძოდ მცირეწლოვანი მამრობითი სქესის მიმართ, რომელიც ჯერ არ მიირთმევს საჭმელს, ხოლო მდედრობითი სქესის ბავშის შარდის გარეცხვა აუცილებელია, თუნდაც ის მცირეწოლვანი იყოს.
  5. მცირეწლოვანი ბავშის განავალი, რომელიც ჯერ კიდევ დედის ძუძუთი იკვებება, ითვლება სიბინძურედ სხვა სიბინძურეების ნაირად, და მისი გარეცხვა აუცილებელია.
  6. გარეცხვა მხოლოდ წყლის გადასხმით არ შემოიფარგლება, აუცილებელია უფრო მეტი.
  7. უკეთესია მოხდეს დაბინძურებული ადგილის გაწმენდის დაჩქარება; სიბინძურისგან რომ განიწმინდოს,და არ იქნას დავიწყებული[ის ადგილი].
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური სვაჰილური ტაილანდური ასამური ჰოლანდიური დარი უნგრული المقدونية
თარგმნების ჩვენება
მეტი