عَن أَبِي أُمَامَةَ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتَ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَخْطُبُ فِي حَجَّةِ الوَدَاعِ فَقَالَ:
«اتَّقُوا اللَّهَ رَبَّكُمْ، وَصَلُّوا خَمْسَكُمْ، وَصُومُوا شَهْرَكُمْ، وَأَدُّوا زَكَاةَ أَمْوَالِكُمْ، وَأَطِيعُوا ذَا أَمْرِكُمْ تَدْخُلُوا جَنَّةَ رَبِّكُمْ».
[صحيح] - [رواه الترمذي وأحمد] - [سنن الترمذي: 616]
المزيــد ...
გადმოცემულია აბუ უმაამასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«გეშინოდეთ ალლაჰის, თქვენი ღმერთის; აღასრულეთ თქვენი ხუთი სავალდებულო ლოცვა, იმარხულეთ თქვენი თვე (რამადანი), გადაიხადეთ თქვენი ქონებიდან ზაქათი და დაემორჩილეთ თქვენს მმართველებს, და თქვენ შეხვალთ თქვენი ღმერთის სამოთხეში».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა] - [სუნან ალ-თირმიზი - 616]
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა ხალხს 'არაფატის დღეს ჰიჯრის მეათე წელს გამოსამშვიდობებელ ჰაჯობაზე; მას ასე იმიტომ ეწოდა, რომ მოციქული(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამ დღეს დაემშვიდბა ხალხს, და უბრძანა ხალხს, რომ ეშინოდეთ მათი ღმერთის მის ბრძანებებზე დამორჩილებით და აკრძალულებისგან მოშორებით. და რომ შეასრულონ ხუთჯერადი ლოცვა, რომელიც დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა დაავალდებულა დღე-ღამეში. და რომ იმარხონ რამადანის თვე. და მათ უბრძანა, რომ ზაქათი გაეცათ მათთვის, ვინც ამას იმსახურებს და არ იყვნენ ძუნწები მის გადახდაში. და დაემორჩილონ იმათ, რომლებიც ალლაჰმა მათზე მმართველებად დაადგინა, გარდა ალლაჰზე დაუმორჩილობისა. და ვინც შეასრულებს ზემოთ ხსენებულს ის შევა სამოთხეში.