+ -

عَنْ مَيْمُونَةُ أُمِّ المؤمِنينَ رضي الله عنها قَالتْ:
وَضَعْتُ لِلنَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ غُسْلًا، فَسَتَرْتُهُ بِثَوْبٍ، وَصَبَّ عَلَى يَدَيْهِ، فَغَسَلَهُمَا، ثُمَّ صَبَّ بِيَمِينِهِ عَلَى شِمَالِهِ، فَغَسَلَ فَرْجَهُ، فَضَرَبَ بِيَدِهِ الأَرْضَ، فَمَسَحَهَا، ثُمَّ غَسَلَهَا، فَمَضْمَضَ وَاسْتَنْشَقَ، وَغَسَلَ وَجْهَهُ وَذِرَاعَيْهِ، ثُمَّ صَبَّ عَلَى رَأْسِهِ وَأَفَاضَ عَلَى جَسَدِهِ، ثُمَّ تَنَحَّى، فَغَسَلَ قَدَمَيْهِ، فَنَاوَلْتُهُ ثَوْبًا فَلَمْ يَأْخُذْهُ، فَانْطَلَقَ وَهُوَ يَنْفُضُ يَدَيْهِ.

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 276]
المزيــد ...

გადმოცემულია მორწმუნეების დედა მაიმუუნასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
"მე მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავუდგი წყალი სრული განბანვისთვის და ტანისამოსით დავფარე იგი [უცხო თვალებისგან]. მან ჯერ ხელებზე დაისხა წყალი და დაიბანა ისინი, შემდეგ მარჯვენა ხელით მარცხენაზე დაასხა წყალი და სასქესო ორგანოები დაიბანა. ამის შემდეგ ხელი მიწაზე მიადო და გაწმინდა, შემდეგ კი კვლავ დაიბანა. შემდეგ პირი გამოირეცხა, ცხვირი გაისუფთავა, სახე და იდაყვებამდე ხელები დაიბანა. შემდეგ თავზე და სხეულზე დაასხა წყალი, შემდეგ გვერდზე გადაინაცვლა და ტერფები დაიბანა. მე მას ქსოვილი მივაწოდე, რომ გამშრალიყო, თუმცა მან არ აიღო იგი, წავიდა და წყლის წვეთებს იშორებდა.

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 276]

განმარტება

მორწმუნეთა დედა მაიმუნა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვიამბობს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბობის შემდეგ დაბანვის წესს: მან წყალი მოუმზადა გასაბანად და ფარდით დაფარა იგი:
პირველად: მან დაისხა წყალი ხელებზე და დაიბანა ისინი, სანამ ხელებს ჩაყოფდა ჭურჭელში.
მეორედ: მან მარჯვენა ხელით წყალი მარცხენა ხელში გადაასხა და სასქესო ორგანოები დაიბანა, რათა მოეშორებინა ის, რაც სქესობრივი აქტის შედეგად დარჩა.
მესამედ: ხელით შეეხო მიწას, მოიწმინდა იგი და შემდეგ დაიბანა ხელი, რათა მოეშორებინა სიბინძურე მისგან.
მეოთხედ: გამოიბანა პირი — წყალი პირში შეისხა, გადაატრიალა და გადმოაფურთხა. შემდეგ გაიწმინდა ცხვირი — წყალი ჩაისუნთქა ცხვირით და შემდეგ გამოუშვა, რათა ცხვირი გაეწმინდა.
მეხუთედ: დაიბანა სახე და ხელები იდაყვებამდე.
მეექვსედ: თავზე დაისხა წყალი.
მეშვიდედ: წყალი გადაივლო სხეულის დანარჩენ ნაწილებზე.
მერვედ: მან ოდნავ გვერდზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც იმ ადგილას დაიბანა ფეხები, სადაც მანამდე არ იბანდა.
შემდეგ მაიმუნამ მას ქსოვილი მიუტანა, რომ გამშრალიყო, თუმცა მან არ აიღო იგი და დაიწყო ხელით სხეულის გამოშრობა, წყლის წვეთების მოშორება და გადაფერთხვა.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული الموري მალაიური ორომო კანადური
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლების გულმოდგინება მისი ცხოვრების ყველაზე ზუსტი დეტალების აღწერაში ემსახურებოდა უმმათის სწავლებისა და მათთვის მაგალითის მიცემის მიზანს.
  2. მოცემული დიდი განბანვის (ღუსლის) აღწერა დიდი უწმინდურობის შემდეგ წარმოადგენს ერთ-ერთ სრულ ვარიანტს, რომელიც მოციქულიდან (მშვიდობა და ალლაჰის კურთხევა მას) არის გადმოცემული. რაც შეეხება აუცილებელ მინიმუმს, საკმარისია სხეულის წყლით მობანა, პირის გამოვლება და ცხვირის გაწმენდა.
  3. სხეულის გამშრალება ნაჭრით ან მისი დატოვება გაუმშრალებლად განბანვის ან აბდესის შემდეგ დასაშვებია.