1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც

عن أبي هريرة قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«حَقٌّ عَلَى كُلِّ مُسْلِمٍ أَنْ يَغْتَسِلَ فِي كُلِّ سَبْعَةِ أَيَّامٍ يَوْمًا، يَغْسِلُ فِيهِ رَأْسَهُ وَجَسَدَهُ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 897

განმარტება

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ყოველი სრულწლოვანის და გონიერად მოაზროვნე მუსლიმისთვის სავალდებულოა შვიდ დღეში ერთხელ სრული განბანვის გაკეთება, რათა იმ დღეს თავიც და სხეულიც დაიბანოს, სისუფთავისა და ჰიგიენის შესანარჩუნებლად. ყველაზე შესაფერისი დღე ამისთვის არის პარასკევი, როგორც ეს ზოგიერთი გადმოცემიდან ჩანს. პარასკევს სრული განბანვის შესრულება ლოცვამდე სუნნათის (სასურველი) ქმედებაა და მისაღებია, თუნდაც ღუსლი სხვა დღეს ჰქონდეს გაკეთებული, მაგალითად, ხუთშაბათს. ამის ვალდებულობის საწინააღმდეგოდ მოწმობს აიშას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) სიტყვები: «ხალხი თავისი საქმეებით იყო დაკავებული და ისინი პარასკევის ლოცვაზე თავიანთ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მიდიოდნენ. მათ უთხრეს: ‘ნუთუ არ განიბანებით?» ეს გადმოსცა ალ-ბუხარიმ. სხვა ვერსიაში ნათქვამია: «მათ ჰქონდათ სუნი», რაც გულისხმობს ოფლის ან მსგავს სუნს. ამის მიუხედავად, მათ უბრალოდ შესთავაზეს სრული განბანვა, რაც აჩვენებს, რომ ეს ვალდებულება არ იყო. ამგვარად, ეს დადგენილება პირველ რიგში იმათ ეხება, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ისლამში სისუფთავისა და ჰიგიენის მიმართ ზრუნვა და ყურადღება.
  2. პარასკევის სრული განბანვა ძლიერ სასურველია პარასკევის ლოცვისთვის.
  3. თავის ხსენება, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ხსენებაც მას მოიცავს, ხაზს უსვამს თავის მნიშვნელობას.
  4. სავალდებულოა სრული განბანვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისგანაც გამოდის უსიამოვნო სუნი, რომელიც სხვებს აწუხებს.
  5. ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სრული განბანვის შესრულებისთვის არის პარასკევი, მისი ღირსების გამო.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
JA 日本語 اليابانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
IT Italiano الإيطالية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية