عَن أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ:
سَأَلَ رَجُلٌ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَالَ: يَا رَسُولَ اللهِ، إِنَّا نَرْكَبُ البَحْرَ، وَنَحْمِلُ مَعَنَا القَلِيلَ مِنَ الْمَاءِ، فَإِنْ تَوَضَّأْنَا بِهِ عَطِشْنَا، أَفَنَتَوَضَّأُ مِنَ الْبَحْرِ؟ فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «هُوَ الطَّهُورُ مَاؤُهُ، الحِلُّ مَيْتَتُهُ».
[صحيح] - [رواه أبو داود والترمذي والنسائي وابن ماجه وأحمد] - [سنن الترمذي: 69]
المزيــد ...
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
ერთმა კაცმა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: "ო ალლაჰის მოციქულო, ჩვენ ზღვით ვმოგზაურობთ და თან მხოლოდ ცოტა წყალს ვიღებთ. თუ მას განბანვისთვის გამოვიყენებთ, სასმელად წყალი აღარ დაგვრჩება. შეგვიძლია თუ არა ზღვის წყლით განბანვა?" ამაზე ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მისი წყალი სუფთაა, ხოლო მისი მკვდარი (ზღვის ბინადარი) — ნებადართულია».
[სანდო (საჰიჰ)] - - [სუნან ალ-თირმიზი - 69]
ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჩვენ ზღვით ვმოგზაურობთ გემებზე, ვთევზაობთ ან ვვაჭრობთ და მსგავსი საქმეებით ვართ დაკავებულნი. თან ცოტაოდენ სასმელ წყალს ვიღებთ. თუ მას აბდესისა და ღუსლისთვის გამოვიყენებთ, ის გამოგველევა და დასალევად აღარ დაგვრჩება. შეგვიძლია თუ არა ზღვის წყლით აბდესის აღება?"
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზღვის წყლის შესახებ თქვა: ზღვის წყალი სუფთაა და განწმენდისთვის ვარგისია; ნებადართულია მისი გამოყენება აბდესისა და ღუსლისთვის. ასევე ნებადართულია საკვებად გამოყენება იმისა, რაც მასში მოიპოვება, იქნება ეს თევზი თუ სხვა ზღვის არსებები, თუნდაც ისინი წყლის ზედაპირზე მკვდარი იყოს აღმოჩენილი, მათ დაჭერის გარეშე.