+ -

عَنْ المُغِيرَةِ رضي الله عنه قَالَ:
كُنْتُ مَعَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِي سَفَرٍ، فَأَهْوَيْتُ لِأَنْزِعَ خُفَّيْهِ، فَقَالَ: «دَعْهُمَا، فَإِنِّي أَدْخَلْتُهُمَا طَاهِرَتَيْنِ» فَمَسَحَ عَلَيْهِمَا.

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 206]
المزيــد ...

ალ-მუღირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:
ერთხელ ერთერთი მგზავრობის დროს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის ფეხსაცმელი გამეხადა, მან კი თქვა: «შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი», და მათზე მასჰი გააკეთა (სველი ხელით მაღლიდან შეიწმინდა).

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 206]

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთერთ მგზავრობაში იმყოფებოდა და აბდესი აიღო. და როცა ფეხების დაბანაზე მივიდა ალ-მუღირა იბნ შუ'ბამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ხელი გაიწვდინა, რომ შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყავის წინდები გაეძრო და რომ მისი ხელები დაებანა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: დატოვე ისინი, არ მოხსნა, რადგან მე ეს ხუფები (ტყავის წინდები) რიტუალური სისუფთავის მდგომარეობაში ჩავიცვი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფეხების დაბანის ნაცვლად მათზე მესი გაიკეთა.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ფეხსაცმელზე (წინდებზე) მესის გაკეთების ნებართვა აბდესის აღების დროს, ხოლო დიდი განბანვის დროს აუცილებელია ფეხების დაბანა.
  2. წმენდა სრულდება მხოლოდ ერთხელ, სველი ხელით ხუფების (ტყავის წინდების, წინდების) ზედა ზედაპირზე გასმით, ისე, რომ მათ ქვედა ნაწილს არ ეხებიან.
  3. ფეხსაცმელზე მესის გაკეთების წინაპირობა არის ის, რომ მათი ჩაცმა უნდა მოხდეს სრული აბდესის აღების შემდეგ. მაშინ, როცა ფეხებს დაიბანს წყლით, ფეხსაცმელი უნდა იყოს სუფთა, ფეხის სავალდებულო ნაწილს უნდა ფარავდეს (კოჭების ჩათვლით), მათზე მესის გაკეთება შესაძლებელია პატარა განბანვის (აბდესი) დროს და არა დიდი განბანვის აუცილებლობის დროს, მესის გაკეთება უნდა მოხდეს შარიათით დადგენილი დროის ფარგლებში, ეს არის სახლში მყოფისთვის ერთი სრული დღე-ღამე, ხოლო მგზავრისთვის სამი დღე და სამი ღამე.
  4. ტყავის წინდებთან გათანაბრებულია ნებისმიერი სხვა საფარი ფეხებზე, როგორიცაა ჩვეულებრივი წინდები და მათ მსგავსები. მათზეც შესაძლებელია მესის გაკეთება.
  5. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კარგი ზნეობა და სწავლების მეთოდი, რამეთუ ალ-მუღირას დაუშალა მისთვის ფეხზე გაეხადა და ამის მიზეზიც აუხსნა: რომ მან სუფთა ფეხებზე ჩაიცვა; რათა ალ-მუღირა მშვიდად ყოფილიყო და ასევე დადგენილებაც გაეგო.
მეტი