1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როდესაც რომელიმე თქვენგანი იძინებს, ეშმაკი თქვენგანის ერთ ერთის თავის კეფაში სამ კვანძს ადებს. ყოველ კვანძზე დაარტყამს და ამბობს: "ღამე გრძელი გაქვს, იძინე მშვიდად

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«يَعْقِدُ الشَّيْطَانُ عَلَى قَافِيَةِ رَأْسِ أَحَدِكُمْ إِذَا هُوَ نَامَ ثَلاَثَ عُقَدٍ يَضْرِبُ كُلَّ عُقْدَةٍ عَلَيْكَ لَيْلٌ طَوِيلٌ، فَارْقُدْ، فَإِنِ اسْتَيْقَظَ فَذَكَرَ اللَّهَ، انْحَلَّتْ عُقْدَةٌ، فَإِنْ تَوَضَّأَ انْحَلَّتْ عُقْدَةٌ، فَإِنْ صَلَّى انْحَلَّتْ عُقْدَةٌ، فَأَصْبَحَ نَشِيطًا طَيِّبَ النَّفْسِ، وَإِلَّا أَصْبَحَ خَبِيثَ النَّفْسِ كَسْلاَنَ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც რომელიმე თქვენგანი იძინებს, ეშმაკი თქვენგანის ერთ ერთის თავის კეფაში სამ კვანძს ადებს. ყოველ კვანძზე დაარტყამს და ამბობს: "ღამე გრძელი გაქვს, იძინე მშვიდად". მაგრამ თუ ადამიანი გაიღვიძებს და ალლაჰს გაიხსენებს, ერთი კვანძი იხსნება; თუ განბანვას განახორციელებს, მეორე კვანძიც იხსნება; და თუ ლოცვას შეასრულებს, მესამე კვანძიც იხსნება. ამგვარად, ის დილას ხალისიანი და კარგი განწყობით იწყებს, ხოლო თუ ასე არ მოიქცევა, ცუდ ხასიათზე და ზარმაცი ადგება».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1142

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ეშმაკის მდგომარეობასა და მის ბრძოლაზე იმ ადამიანთან, რომელსაც სურს ღამის(თაჰაჯუდის) ან დილის ლოცვის შესრულება.
როდესაც მორწმუნე იძინებს, შაიტანი შეკრავს სამ კვანძს მის თავზე, კერძოდ, კეფაზე
და როცა მორწმუნე იღვიძებს და ახსენებს ყოვლისშემძლე ალლაჰს, არ აჰყვება შაიტანის ბოროტ ვასვასებს(ცუდ ფიქრებს და აზრებს), ერთ კვანძი იხსნება.
თუ განბანვას განახორციელებს, მეორე კვანძიც იხსნება.
თუ ადგება და ლოცვას აღასრულებს, მესამე კვანძიც იხსნება. ამგვარად, ის დილას იწყებს ხალისიანი და სასიამოვნო განწყობით, რადგან ხარობს იმით, რომ ალლაჰმა მას მორჩილება შეაძლებინა და იმედიანია იმ დაჯილდოების და მიტევების, რაც ალლაჰმა აღუთქვა, და ისიც რომ ეშმაკის კვანძებიც უ ქრება. თუ არ მოიქცევა ასე, ის დილას იწყებს უხასიათო სულით, დამწუხრებული გულით და ზარმაცი ხდება სიკეთისა და კეთილი საქმეების მიმართ, რადგან ეშმაკის ბორკილებითაა შებოჭილი და დაშორებულია მოწყალის სიახლოვეს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეშმაკი მუდამ ცდილობს რომ, ჩადგეს ადამიანის ნებისმიერ გზაში, რათა ადამიანსა და დიდებული და უზენაესი ალლაჰის მორჩილებას შორის ჩადგეს და ხელი შეუშალოს მას ალლაჰის მორჩილებაში. ადამიანის ხსნა ეშმაკისგან მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის დახმარების ძიებითა და დაცვისა და გადარჩენის გზების მიღებითაა შესაძლებელი.
  2. უზენაესი ალლაჰის ხსენება და მისი თაყვანისცემა აძლევს სულს ხალისსა და გულის სიმშვიდეს, განდევნის ზარმაცობასა და უქნარობას, ასევე შვებას აძლევს მწუხარებასა და ჩაგრულ გულს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ალლაჰის ხსენება განდევნის ეშმაკს, რაც მისი ცდუნებებისგან დაცვას ნიშნავს.
  3. მორწმუნე ხარობს, როცა უზენაესი ალლაჰი მას მორჩილებაში წარმატებას ანიჭებს, ხოლო მწუხარებას განიცდის, როცა ვერ აღწევს სრულყოფილებისა და უპირატესობის მაღალ საფეხურებს.
  4. უგულისყურობა და თაყვანისცემისგან თავის არიდება არის შაიტნის ქმედება და მისი მორთულობა.
  5. ეს სამი საქმე — ალლაჰის ხსენება, განბანვა და ლოცვა — განდევნის ეშმაკს.
  6. ეშმაკის მიერ კეფაზე სამკვანძის დადება განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან კეფა არის ძალების ცენტრი და მათი მოქმედების სფერო. როდესაც ეშმაკი მასზე სამკვანძს ადებს, მას შეუძლია ადამიანის სულზე კონტროლის დამყარება და მძინარეზე ტვირთად დადება.
  7. იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანი ამბობს: "ფრაზაში „ღამე გრძელი გაქვს“ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს კერძოდ ღამის ძილს ეხება".
  8. იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანი აღნიშნავს: "არ არსებობს კონკრეტული ხსენება, რომელიც აუცილებელია და სხვა არაფრით შეიძლება შეიცვალოს. ყველაფერი, რაც ალლაჰის ხსენებას მოიცავს, საკმარისია. ამაში შედის ყურანის კითხვა, მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰადისების კითხვა და შარიათის მეცნიერებებით დაკავება. ყველაზე შესაფერისი, რაც შეიძლება ადამიანმა ღამის დროს გაიხსენოს, არის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: «ვისაც ღამით გამოეღვიძება და იტყვის: "ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლა შერიიქა ლაჰუ ლაჰულ-მულქუ ვა ლაჰულ-ჰამდუ ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაინ ყადიირ. ალჰამდულილლაჰ, სუბჰაანალლაჰ, ლაა ილააჰა ილლა-ლლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვა ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ". შემდეგ თქვას: "ალლაჰუმმა ღფირლი" ან შეევედროს ალლაჰს, მისი ვედრება მიღებული იქნება. ხოლო თუ განბანვას გააკეთებს, მისი ლოცვა მიიღება». ეს ჰადისი გადმოსცა ალ-ბუხარიმ.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية