+ -

عَنْ مُصْعَبِ بْنِ سَعْدٍ قَالَ: رَأَى سَعْدٌ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّ لَهُ فَضْلًا عَلَى مَنْ دُونَهُ، فَقَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«هَلْ تُنْصَرُونَ وَتُرْزَقُونَ إِلَّا بِضُعَفَائِكُمْ».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 2896]
المزيــد ...

გადმოცემულია მუს'აბ იბნ სა'დისგან, რომ მან თქვა:« სა'ადი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ფიქრობდა, რომ მას უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა მასზე სუსტებთან შედარებით, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი თქვა:
«განა გეძლევათ გამარჯვება და საზრდო გარდა თქვენი სუსტების გამო?»

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ - გადმოსცა ალ-თირმიზიმ - გადმოსცა აბუ დაუდმა - გადმოსცა აჰმადმა] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 2896]

განმარტება

ს'ად იბნ აბუ ვაყყასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იფიქრა, რომ ის იფრო უკეთესი იყო მასზე დაბლა მყოფ სუსტებთან შედარებით, მისი სიმამაცის და სხვა მიზეზების გამო. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი თქვა: ნუთუ თქვენს შორის მყოფი სუსტების გამო არ მოგდით შეწევნა და სარჩო, მათი ვედრების, ლოცვის და გულწრფელობის გამო; ძირითადად ისინი უფრო წრფელნი არიან ვედრებაში, და ლოცვის დროს უფრო გულმოდგინედ ლოცულობენ, რადგან მათი გულები თავისუფალია და არ არის მიჯაჭვული ამქვეყნიურ ფუფუნებაზე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება თავმდაბლობისკენ და სხვების მიმართ ამპარტავნებაზე უარის თქმისკენ.
  2. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ძლიერი თუ გამორჩეულია მისი სიმამაცის გამო, სუსტი გამორჩეულია მისი ვედრების და ლოცვის გამო».
  3. მოწოდება სიკეთისკენ გაჭირვებულების მიმართ და მათი უფლებების მიცემისკენ, რადგან ეს არის ალლაჰის წყალობის და შეწევნის მიზეზთაგანი შენს მიმართ.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური სვაჰილური ასამური ჰოლანდიური გუჯარათული რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი