عن أبي هريرة رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«إِنَّ أَثْقَلَ صَلَاةٍ عَلَى الْمُنَافِقِينَ صَلَاةُ الْعِشَاءِ وَصَلَاةُ الْفَجْرِ، وَلَوْ يَعْلَمُونَ مَا فِيهِمَا لَأَتَوْهُمَا وَلَوْ حَبْوًا، وَلَقَدْ هَمَمْتُ أَنْ آمُرَ بِالصَّلَاةِ فَتُقَامَ، ثُمَّ آمُرَ رَجُلًا فَيُصَلِّيَ بِالنَّاسِ، ثُمَّ أَنْطَلِقَ مَعِي بِرِجَالٍ مَعَهُمْ حُزَمٌ مِنْ حَطَبٍ إِلَى قَوْمٍ لَا يَشْهَدُونَ الصَّلَاةَ، فَأُحَرِّقَ عَلَيْهِمْ بُيُوتَهُمْ بِالنَّارِ».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 651]
المزيــد ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ. ზოგჯერ მსურს, ბრძანება გავცე ლოცვის დაწყების შესახებ, შემდეგ ვინმეს დავავალო იმამის როლი, ხოლო თავად მივიდე ხალხთან ერთად, რომლებიც ატარებენ შეშის კონებს, იმ ადამიანებთან, ვინც [გუნდურ] ლოცვაზე [გასამართლებელი მიზეზის გარეშე] არ გამოცხადდნენ, და მათი სახლები ცეცხლში დავწვა».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 651]
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს თვალთმაქცების შესახებ, რომლებიც კოლექტიური ლოცვის მიმართ გულგრილობით გამოირჩევიან, განსაკუთრებით ღამის და დილის ლოცვის დროს. ის აღნიშნავს, რომ თუ მათ იცოდნენ ამ ლოცვების ჯამაათში შესრულებისას მიღებული ღვთიური მადლის და ჯილდოს მნიშვნელობა, ისინი აუცილებლად დაესწრებოდნენ, თუნდაც ბავშვის მსგავსად ხელებითა და მუხლებით ხოხვით მისულიყვნენ მეჩეთამდე.
. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აპირებდა ებრძანა ლოცვის შესრულება და დაენიშნა სხვა ადამიანი, რომ მის ნაცვლად ხელმძღვანელობა გაეწია ლოცვისთვის. (მას უნდოდა) რომ წასულიყო და თან წაეყვანა ადამიანები, რომლებიც ტვირთავდნენ შეშის კონებს, და მისულიყო იმ ადამიანების სახლებთან, ვინც არ ესწრებოდნენ კოლექტიურ ლოცვას, რათა მათი სახლები ცეცხლით დაეწვათ იმ მძიმე ცოდვის გამო, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ. თუმცა, მან ეს განზრახვა არ განახორციელა, რადგან იმ სახლებში იმყოფებოდნენ ქალები, ბავშვები და სხვა უდანაშაულო ადამიანები, რომელთათვისაც კოლექტიური ლოცვა სავალდებულო არ იყო და რომლებიც სასჯელს არ იმსახურებდნენ.