عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رضي الله عنه قَالَ: بَلَغَ رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم عَنْ أَصْحَابِهِ شَيْءٌ، فَخَطَبَ فَقَالَ:
«عُرِضَتْ عَلَيَّ الْجَنَّةُ وَالنَّارُ فَلَمْ أَرَ كَالْيَوْمِ فِي الْخَيْرِ وَالشَّرِّ، وَلَوْ تَعْلَمُونَ مَا أَعْلَمُ لَضَحِكْتُمْ قَلِيلًا وَلَبَكَيْتُمْ كَثِيرًا» قَالَ: فَمَا أَتَى عَلَى أَصْحَابِ رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم يَوْمٌ أَشَدُّ مِنْهُ، قَالَ: غَطَّوْا رُءُوسَهُمْ وَلَهُمْ خَنِينٌ، قَالَ: فَقَامَ عُمَرُ فَقَالَ: رَضِينَا بِاللهِ رَبًّا، وَبِالْإِسْلَامِ دِينًا، وَبِمُحَمَّدٍ نَبِيًّا، قَالَ: فَقَامَ ذَاكَ الرَّجُلُ فَقَالَ: مَنْ أَبِي؟ قَالَ: «أَبُوكَ فُلَانٌ»، فَنَزَلَتْ: {يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لا تَسْأَلُوا عَنْ أَشْيَاءَ إِنْ تُبْدَ لَكُمْ تَسُؤْكُمْ} [المائدة: 101].
المزيد
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი მიმდევრებისგან რაღაც ამბავმა მიაღწია, მან კი მიმართა მათ და თქვა:
«მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით». ანასმა თქვა: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანმხლებთათვის ეს ყველაზე მძიმე დღე გახდა. ისინი იხურავდნენ თავებს და მათი მხრიდან ქვითინი ისმოდა. მან თქვა: უმარი წამოდგა და თქვა: ჩვენ კმაყოფილნი ვართ ალლაჰით, როგორც ჩვენი ღმერთით, ისლამით, როგორც ჩვენი რელიგიით, და მუჰამმადით, როგორც მოციქულით. მან თქვა: ამ დროს წამოდგა ერთი კაცი და თქვა: ვინ არის მამაჩემი? შუამავალმა თქვა: «მამაშენი ეს და ეს პიროვნებაა», ამაზე გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, თუკი
განგეცხადებათ- დაგამწუხრებთ}. [ალ-მაიდა: 101].