+ -

عَنْ عِيَاضِ بْنِ حِمَارٍ أَخِي بَنِي مُجَاشِعٍ رَضيَ اللهُ عنه قَالَ: قَامَ فِينَا رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ ذَاتَ يَوْمٍ خَطِيبًا، فَقَالَ: وَسَاقَ الْحَدِيثَ وَفِيهِ:
«وَإِنَّ اللهَ أَوْحَى إِلَيَّ أَنْ تَوَاضَعُوا حَتَّى لَا يَفْخَرَ أَحَدٌ عَلَى أَحَدٍ، وَلَا يَبْغِي أَحَدٌ عَلَى أَحَدٍ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 2865]
المزيــد ...

გადმოცემულია 'იად იბნ ჰიმაარისგან ძმა ბანუ მუჯაშისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ დღეს ჩვენთან დადგა მქადაგებლად და თქვა: შემდეგ მან ჰადისის გაგრძელება გადმოსცა, რომელშიც ნათქვამია:
«ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 2865]

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი საჰაბების მქადაგებლად დადგა, და თქვა: ალლაჰმა ზეშთაგონება გაუგზავნა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობა უნდა შეინარჩუნონ. ეს გამოიხატება მეორეს მიმართ მოკრძალებით, რბილი ხასიათითა და კეთილგანწყობით მოქცევაში, არავინ არ უნდა ისარგებლოს თავისი გვარით, სიმდიდრით ან სხვა უპირატესობებით, რათა თავი სხვებზე აღმატებულად წარმოაჩინოს, ასევე, არავინ არ უნდა იყოს უსამართლო ან მოძალადე სხვა ადამიანის მიმართ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ამ ჰადისში არის მოწოდება თავმდაბლობისკენ და გაფრთხილება ამპარტავნებისა და სხვებზე ამაღლებისგან.
  2. ძალადობის და ამპარტავნული თავმომწონეობის აკრძალვა.
  3. ალლაჰისადმი თავმდაბლობას აქვს ორი მნიშვნელობა: ალლაჰის რელიგიისადმი თავმდაბლობა – არ უნდა აიმაღლო თავი წრმენის მიმართ, არ უნდა გქონდეს ამპარტავნება მისი ბრძანებებისა და წესების შესრულებაში და მეორე: ალლაჰის მორჩილების გამო მისი მონებისადმი თავმდაბლობა – ეს არ უნდა იყოს მათი შიშისგან ან მათგან სარგებლის მიღების იმედით, არამედ მხოლოდ დიდიბული და ძლევამოსილი ალლაჰის გულისთვის.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური სვაჰილური რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი