عن أبي هريرة رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال:
«كان رجلٌ يُدَايِنُ الناسَ، فكان يقول لفتاه: إذا أتيتَ مُعسِرًا فتجاوز عنه، لعل اللهَ يَتجاوزُ عنا، فلقي اللهَ فتجاوز عنه».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح مسلم: 1562]
المزيــد ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: "თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც. და როცა ის ალლაჰს შეხვდა, ალლაჰმა მიუტევა მას».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ მუსლიმ - 1562]
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს კაცის შესახებ, რომელსაც ხალხთან კავშირი ჰქონდა სესხის მიცემით და ვაჭრობდა მათთან გადავადებით, ამ კაცს ჰყავდა მსახური, რომელიც ხალხის ვალებს აგროვებდა, და მას ეუბნებოდა: "თუ მიხვალ მევალესთან, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ვალის დაბრუნების, მისი გაჭირვების გამო, «აპატიე მას»; ეს შეიძლება ნიშნავდეს ვალის დაბრუნების გადადებას ან დაჟინებით არ მოთხოვნას. ან შეიძლება ნიშნავდეს იმის მიღებას, რაც მას აქვს თუნდაც ეს იყოს ნაკლოვანით, რადგან ის ადამიანი იმედოვნებდა და სურდა, რომ ალლაჰმა მასაც აპატიოს(იმის გამო რომ მან გაჭირვებულის მდგომარეობა გაითვალისწინა), და როდესაც ის კაცი გარდაიცვალა, ალლაჰმა აპატია მას მისი ცოდვები.