عَنْ أُمِّ سَلَمَةَ أُمِّ المؤْمنينَ رَضيَ اللهُ عنها أَنَّهَا قَالَتْ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم يَقُولُ:
«مَا مِنْ مُسْلِمٍ تُصِيبُهُ مُصِيبَةٌ فَيَقُولُ مَا أَمَرَهُ اللهُ: {إِنَّا لِلهِ وَإِنَّا إِلَيْهِ رَاجِعُونَ} [البقرة: 156]، اللَّهُمَّ أْجُرْنِي فِي مُصِيبَتِي، وَأَخْلِفْ لِي خَيْرًا مِنْهَا، إِلَّا أَخْلَفَ اللهُ لَهُ خَيْرًا مِنْهَا»، قَالَتْ: فَلَمَّا مَاتَ أَبُو سَلَمَةَ قُلْتُ: أَيُّ الْمُسْلِمِينَ خَيْرٌ مِنْ أَبِي سَلَمَةَ؟ أَوَّلُ بَيْتٍ هَاجَرَ إِلَى رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم، ثُمَّ إِنِّي قُلْتُهَا، فَأَخْلَفَ اللهُ لِي رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم.
[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 918]
المزيــد ...
მორწმუნეთა დედა უმმ სალამა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით} (სურა ალ-ბაყარა,156), და არ უთქვამს: 'ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი', — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად». უმმ სალამამ გააგრძელა:
"როდესაც აბუ სალამა გარდაიცვალა, ვთქვი: ‘ვინ იქნება აბუ სალამაზე უკეთესი მუსლიმი? ის ხომ პირველი იყო, ვინც ჰიჯრა გააკეთა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)!’ მაგრამ მაინც წარმოვთქვი ეს დუა, და ალლაჰმა მიბოძა მის ნაცვლად ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)".
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 918]
მორწმუნეთა დედა უმმ სალამამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაიხსენა, რომ მან გაიგონა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ ამბობდა: არ არის არცერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვევა რაიმე უბედურება, და იგი იტყვის იმას, რაც მისთვის მოსაწონად დაადგინა ალლაჰმა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და ჭეშმარიტად მას მივუბრუნდებით} [ალ-ბაყარა: 156], (ჩემო ღმერთო მომეცი მე საზღაური) მომეცი მე ამ მოთმინებისთვის საზღაური, (ჩემს უბედურებაში),და შემიცვალე, (და შემიცვალე მე) სიკეთით, (მასზე უკეთესით); აუცილებლად ალლაჰის მას შეუცვლის მასზე უკეთესით. მან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: როდესაც აბუ სალამა გარდაიცვალა, ვიფიქრე: ვინ იქნება აბუ სალამაზე უკეთესი მუსლიმი? ის ხომ პირველი იყო იმ სახლებიდან, რომლებმაც ჰიჯრა მოახდინეს ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). შემდეგ ალლაჰი დამეხმარა, და მე წარმოვთქვი ეს დუა. ალლაჰმა კი აბუ სალამა შემიცვალა ალლაჰის მოციქულით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელიც აბუ სალამაზე უკეთესია.